ერთ კვირაში რუსეთში ცხოვრება 14%-ით გაძვირდა - როგორია ცხოვრება რუსეთში ომისა და სანქციების პარალელურად

ერთ კვირაში რუსეთში ცხოვრება 14%-ით გაძვირდა - როგორია ცხოვრება რუსეთში ომისა და სანქციების პარალელურად

access_time2022-03-26 14:00:55

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. საომარი მოქმედებების დაწყების საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესეს, რისი მიზანიც რუსეთის ეკონომიკაზე ძლიერი დარტყმის მიყენებაა.

BBC-ის ინფორმაციით, მკაცრი სანქციების დაწესებიდან ერთი თვის შემდეგ რუსეთში ცხოვრება საკმაოდ გაძვირდა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ქვეყანაში ფასები სულ მცირე 14%-ით გაიზარდა.

გამოცემის ბოლო მონაცემების მიხედვით, რუსული რუბლი მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 22%-ით გაუფასურდა, რამაც პროდუქტების ფასები დროის მოკლე მონაკვეთში მკვეთრად გაზარდა.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა საფონდო ბირჟა რამდენიმე კვირით შეაჩერა და ახლა ნაწილობრივ გახსნა, ვალუტის კურსის თუნდაც ამ ნიშნულზე შენარჩუნება ქვეყანას მილიარდობით დოლარი დაუჯდა.

რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა შაქარი, ფასი დროის მოკლე მონაკვეთში დაახლოებით 37%-ით გაიზარდა.

BBC-ის ინფორმაციით, ფასები ასევე მკვეთრად გაიზარდა ხილსა და ბოსტნეულზე, განსაკუთრებით კი ხახვზე. ასევე გაძვირდა ჰიგიენური საშუალებებიც.

ფასების მკვეთრად მატების ფონზე რუსეთის მოსახლეობა ცდილობს საკვები პროდუქტები მოიმარაგოს, რადგან დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.


ამას გარდა, ქვეყანაში ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშეა დარჩენილი. საერთაშორისო კომპანიების ადგილობრივი ბაზრიდან გასვლამ უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა.


რა სანქციები დაუწესეს რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ?

გთავაზობთ მოკლე სიას, სადაც ჩამოთვლილია ის სანქციები, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესეს.


  • სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალურ ბანკს და მას ევროკავშირმა პირდაპირი ან არაპირდაპირი ვაჭრობის საშუალება შეუწყვიტა.
  • სანქციები დაუწესდათ რუს მაღალჩინოსნებსა და ოლიგარქებს. მათ შორის ვლადიმერ პუტინს, სერგეი ლავროვს, სერგეი შოიგუს, დიმიტრი პესკოვს, მარია ზახაროვას და სხვებს. მათი ანგარიშები ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ბანკებში გაიყინა, ოლიგარქების უმრავლესობამ დაკარგა მრავალმილიონიანი ქონება.
  • აგრესორი ქვეყნის მაღალჩინოსნებს ასევე აეკრძალათ დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობაც.
  • რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა ევროკავშირმა და დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ, რუსეთის მიმართულებით რეგულარული ფრენები შეაჩერა დასავლური ავიაკომპანიების უმეტესობამაც.
  • რუსეთის ბაზარი დატოვეს ისეთმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიცაა Airbnb, BMW, Shell, Facebook, Instagram, Nike, Adidas, Google, Honda, H&M, მაკდონალდსი, კოკა-კოლა, Zara და ათობით სხვა ცნობილმა და პოპულარულმა ბრენდმა.
  • რუსეთი ჩახსნეს ისეთი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან და კონკურსებიდან, როგორებიცაა UEFA, FIFA, ევროვიზია, “ფორმულა 1, ჩემპიონთა ლიგა და სხვა.


წყარო: „ბიბისი“,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up