სეზონის ყველაზე პოპულარული სასტუმრო Hill Inn კემპინგის შემდეგ, ხეზე სასტუმროს ააშენებს

სეზონის ყველაზე პოპულარული სასტუმრო Hill Inn კემპინგის შემდეგ, ხეზე სასტუმროს ააშენებს

access_time2020-09-23 17:00:56

მაღალმთაინ აჭარაში, ქედის სოფელ დანდალოში წელს პრემიუმ კემპინგი გაიხსნა. „Hill Inn - ჰილლ ინნ“ გახსნის დღიდან ერთ- ერთ მიმზიდველ დანიშნულების ადგილად იქცა. კომფორტული სასტუმროს პანორამული ხედებით, კინოთეატრით, ბიბლიოთეკით და სპა ზონით შუაგულ ტყეში ზაფხულის სეზონს წარმატებით ასრულებს. „ჰილლ ინნ“- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია ვერძაძე „კომერსანტს“ უყვება, რომ სასტუმროს არც ერთი თავისუფალი დღე არ ჰქონია.

 

მთელი სეზონი 100% იანი დატვირთით ვიმუშავეთ, ერთ დღეც არ გვქონია თავისუფალი თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა ბათუმში კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის საკითხი დგას დღის წესრიგში. თბილისში, საჯარო  სექტორში ვინც  მუშაობს ბათუმში ვიზიტთან დაკავშირებით შეზღუდვა ჰქონდა, ამ მიზეზის გამო რამდენიმე დღე გაუქმდა, თუმცა თარიღების შეცვლა მაინც მოხდა. რეალურად 17 სექტემბრამდე მხოლოდ ორი დღე  გვქონდა თავისუფალი.

 

17 სექტემბრის შემდეგ ყოველი დღე დაკავებულია, ოქტომბრის ჯავშნებიც უკვე  დაწყებულია. გვესმის, რომ ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე იყო ესეთი დატვირთვა სავარაუდოდ ნოემბერში სრულად დატვირთულები არ ვიქნებით, თუმცა მაინც გვგონია, რომ მუშაობას საკმაოდ მომგებიანად გავაგრძელებთ“, - განმარტავს მაია ვერძაძე.

 

ზაფხულის ტემპის შესანარჩუნებლად „Hill Inn - ჰილლ ინნ“ დანდალოში ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. ახალი სერვისების გარდა თვის ბოლოს სასტუმრო სტუმრებს ახალი განთავსების ადგილით დახვდება. ახალი პროექტი, რომლის ინვესტიციის ოდენობა 70 000 ლარია, ხეზე სასტუმროს აშენებას გულისხმობს.

 

„დაგვემატება ორანჟერეა, სადაც ადამიანს ექნება დასვენების და ვახშმის საშუალება. გვაქვს საუნა ხეში, ოქტომბრის თვიდან საუნა იქნება ნომრის ფასში გაერთიანებული. არ ვფიქრობთ ფასის დაბლა დაწევას, აქედან გამომდინარე ფასში დამატებით სერვისები იქნება. დაახლოებით 15 დღეში „ჰილლ ინნ“  კიდევ ერთ ახალ სიახლეს შესთავაზებს. ჩვენი განთავსების ობიექტი მდებარეობს ტყეში, სიმწვანეშია ჩაფლული, ის ტერიტორია სადაც ახლა ტენტები არის განთავსებული ხეებს ესაზღვრება. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ საკუთრებაში არის და ძალიან კარგი ნარგავების ტერიტორია გადავწყვიტეთ ხეზე  გავაკეთოთ ორ სართულიანი ორი სახლი. დაახლოებით 20 მეტრი იქნება, პანორამული  ხედებით და პანორამული  ჭერით, სახლი დაახლოებით 6 ადამიანს დაიტევს,  ახლა  თუ  1  ტენტი  2-3  ადამიანს  იტევს სახლში 6 ადამიანი განთავსდება. სახლები ერთმანეთს დაკიდებული ბილიკებით დაუკავშირდება. ეს იქნება უფრო მეგობრული შეკრებებისთვის და  ოჯახებისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში ოჯახებს   ბავშვებით ვეღარ  ვმასპინძლობდით“, - განაცხადა მაია ვერძაძემ.

 


„ჰილლ ინნ“- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია ვერძაძე „კომერსანტთან“ მაღალმთიან სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. პრობლემებზე რომელიც ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

 

„გამოწვევებზე გეტყვით იმას, რომ  ჩვენ გვაქვს გზის პრობლემა, ბოლო 300 მეტრო საკმაოდ ცუდი გზაა. ჩემთვის და საზოგადოების ნაწილისთვის გასაგებია, რომ ჩვენ  ვართ  კემპინგი და როდესაც ადამიანი საკემპინგედ მიდის 200 მეტროს გავლა საერთოდ  არ უნდა უქმნიდეს პრობლემას, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც უნდათ მხოლოდ „პრემიუმ  სერვისი“. ამიტომ ახლა დღის წესრიგში გზის პრობლემა გვიდგას, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაგვპირდა, რომ გააკეთებს გზას პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

 

ასევე  დიდი პრობლემას წარმოადგენს წყლის არ არსებობა. ჩვენ გვაქვს  ვერანდაზე ხის ჯაკუზი , მეორეს და  მესამეს  ფიზიკურად  ვერ  ვამატებთ  რადგან წყალი არ  არის  რომ  შევავსოთ ჯაკუზი. ამ საკითხზე მუნიციპალიტეტთან  საუბარი არ იყო იქიდან გამომდინარე, რომ პრიორიტეტი იყო  გზა. როდესაც გზის საკითხი მოგვარდება აქტიურად გადავალ წყლის პრობლემის მოგვარებაზე“, - განმარტავს მაია ვერძაძე.

 

„ჰილლ ინნ“-ის მენეჯმენტი უახლოეს მომავალს პოზიტიურად უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბათუმში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია, მაია ვერძაძეს იმედი აქვს რომ ზამთრის სეზონი აჭარაში არ ჩავარდება.

 

„ზამთრის სეზონზე სტუმრებს ზამთრის გასართობი და  სარელაქსაციო სერვისები უნდა  შევთავაზოთ. შესაბამისად თუ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, სტუმარი ყოველთვის გვეყოლება, რადგან ქართველ ადამიანს სჭირდება ისეთი სერვისები რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ“,  ამბობს ვერძაძე.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up