„ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ“

„ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ“

access_time2022-06-23 16:40:00

ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წელს ქართველმა ჯარისკაცებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს, ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, რწმენით და ჯარით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რაც, სამწუხაროა.



„ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩემი ხედვა. ამის თაობაზე საჯაროდაც ვისაუბრე და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი. ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე- ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ომი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს თქვენ, ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასიც, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. გასაგებია მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი მთავარი ოცნება, რომ ყველამ ერთ დღეს და ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს, შევხვდეთ გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში, აი, ეს უნდა იყოს მთავარი გამაერთიანებელი იდეა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.








საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF

საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF
access_time2022-07-07 18:00:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-დან 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ჯიჰად აზური არ გამორიცხავს, რომ ფონდმა...

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...


მსგავსი სიახლეები

up