ერთ-ერთი დაწესებულება ქორწილის გამართვის გამო 10 ათასი ლარით დაჯარიმდა — ბექა ფერაძე

ერთ-ერთი დაწესებულება ქორწილის გამართვის გამო 10 ათასი ლარით დაჯარიმდა — ბექა ფერაძე

access_time2020-07-13 23:05:20

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე რესტორნების, კვების ობიექტების და სხვა დაწესებულებების შემოწმება მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 31 კვების ობიექტია დაჯარიმებული. 

 

"შემოწმებები ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე, იქ სადაც არის ადამიანების თავშეყრის მაღალი ოდენობა, სწორედ ეს არის სამიზნე ამ ეტაპზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ინსპექტირებას დაექვემდებარება ნებისმიერ ობიექტი, რომელიც ეტაპობრივად ოპერირებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ კვების ობიექტები შევამოწმეთ და 31 არის დაჯარიმებული, ორი კომპანია დაჯარიმდა არა ნებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის და ერთი კომპანია დაჯარიმდა სოციალური ღონისძიებების გამო, ქორწილი მიმდინარეობდა, რომელიც როგორც იცით, არ არის ნებადართული საქმიანობა და შესაბამისი სანქცირება იყო ჩვენი მხრიდან.

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია და ეს არ არის თვითმიზანი შრომის ინსპექციის დეპარატამენტის, რომ სანქცირებას დაექვემდებაროს ესა თუ ის ობიექტი. ამიტომ, მაქსიმალურად ვაწვდით ინფორმაციას, დარგობრივ უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, ბიზნეს ასოციაციებთან, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ გაფრთხილებების მიუხედავად კომპანია კვლავ არ იცავს რეკომენდაციებს და ახორციელებს თვითნებურად სამუშაოებს, ეს არის იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევა და 10 ათას ლარის ოდენობით არის სანქცია გათვალისწინებული,“ -  განაცხადა ბექა ფერაძემ. 


 

 

Rustavi 2


თეგები:
ქორწილი



ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს
access_time2020-08-08 11:23:58
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით...

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება
access_time2020-08-08 10:10:35
პირველად ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაში - ახალი გზა ავტომობილის შესაძენად! დიახ, ნამდვილად! შეგიძლიათ ეწვიოთ www.extra.ge, აირჩიოთ სასურველი ავტომობილი, დაათვალიეროთ და გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი დააჭიროთ შეძენას, გადაიხადოთ და ავტომობილი თქვენია... მოგიყვანენ, გადმოგცემენ გასაღებს და სულ მწვანეზე გევლოთ, სადაც გაგიხარდებათ! ეს ყველაფერი Extra.ge-სა და KIA-ს...

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?
access_time2020-08-08 10:24:19
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისევ ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერაც ერთადერთი იმედია საქართველოსთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა - გადაიხადა თუ არა ადეკვატური საფასური რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის, ისტორიის გადაწერისთვის და მზარდი აგრესიისთვის? რაზეა დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების მეტი მეტი მხარდაჭერა და რეაგირება? სოხუმში ევროკავშირზე გაბრაზდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...


მსგავსი სიახლეები

up