ერთ დროს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

ერთ დროს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

access_time2021-01-26 16:40:00

მექსიკის უმდიდრესი ადამიანი კარლოს სლიმი, რომლის ქონებაც $59.9 მილიარდს შეადგენს, კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კარლოს სლიმი კლინიკაში მივიდა პროფილაქტიკური კვლევებისთვის და ანალიზები აიღო. „ის კარგადაა, ერთკვირიანი მსუბუქი სიმპტომების შემდეგ, მისი მდგომარეობა უმჯობესდება“, - დაწერა „ტვიტერის“გვერდზე მისმა ვაჟმა.


კარლოს სლიმი რამდენიმე დღეში 81 წლის ხდება. ის და მისი ოჯახი ლათინურ ამერიკაში უმსხვილესი მობილური ოპერატორი კომპანიის, America Movil-ის მფლობელები არიან. ბიზნესმენი ასევე ფლობს აქციებს მექსიკის სამშენებლო, სამთო-მომპოვებელ და სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებში.


კარლოს სლიმი პირველად Forbes-ის მილიარდერთა სიაში 1991 წელს გამოჩნდა $1,7 მილიარდიანი ქონებით. 2010 წელს მისი ქონება შეფასებული იყო $53.5 მილიარდად. მაშინ ის პირველად მილიარდერთა რეიტინგის სათავეში მოექცა. მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ტიტული კარლოს სლიმს 2013 წლამდე ეკავა, შემდეგ კი მას ბილ გეითსმა გადაუსწრო.




forbes.ge






საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up