ერთ დღეში შეწყვეტილი მოლაპარკებები და გაუქმებული სოციალური ღონისძიებები -  Mgroup- ის ზარალი 70%- ს აჭარბებს

ერთ დღეში შეწყვეტილი მოლაპარკებები და გაუქმებული სოციალური ღონისძიებები - Mgroup- ის ზარალი 70%- ს აჭარბებს

access_time2020-09-10 17:00:02

მთავრობის გადაწყვეტილებით ქორწილები და ქელეხები ისევ აიკრძალა. დადგენილება სარესტორნო ბიზნესზე პირველივე დღეს აისახა. კომპანია „mgroup“-ის საოპერაციო დირექტორი გიორგი მურჯიკნელი აცხადებს, რომ ღია სივრცეებში 3 ღონისძიება გაუქმდა, პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკებები კი შეწყდა. მურჯიკნელს ჰქონდა მოლოდინი, რომ წარმატება, რომელსაც უშუალოდ სახელმწიფომ მიაღწია კორონავირუსთან ბრძოლაში, ძალიან მალე ოპერირებისთვის თავისუფალ ფორმატს შესთავაზებდა, თუმცა ყველაფერთან ერთად ქონდა მოლოდინი, რომ გამკაცრებული შეზღუდვები შეიძლებოდა განმეორებულიყო.

 

„ჩვენს ობიექტებზე დადასტურებული ჯავშნები, სადაც ფიზიკურ პირებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ქონდათ დაგეგმილი უკვე გაუქმდა. დღეს დადასტურებულად, რაც ვიცით, სექტემბრის თვეში არსებულ ღია სივრცეებში 3 სოციალური ღონისძიება გაუქმდა, მოლაპარაკება 10 პოტენციურ დამკვეთთან შეწყდა. საუბარია რამდენიმე ათეულ ათასზე და არა ერთეულ ათასზე, რაც მნიშვნელოვნად დაარტყამს და დაჩაგრავს უკვე დაჩაგრულ ბიზნესს. ეს ყოველივე ძალიან ცუდი რეალობის წინაშე გვაყენებს. იმდენად არაპროგნოზირებადი გარემოა, შეუძლებელია გადაწყვეტით რაიმე ვთქვათ. შინაგანად მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაც შეიძლებოდა გართულებულიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, არ გვინდოდა ამის დაჯერება და ამაზე ფიქრი. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ბიზნესის გაცოცხლება და ხარჯების მინიმალიზაციის გათვალისწინებით, უფრო პოზიტიურად ვიყავით განწყობილები მომავლისკენ“, - აცხადებს გიორგი მურჯიკნელი.

 

კომპანია „mgroup“-ის საოპერაციო დირექტორის განმარტებით კომპანია ზარალზე მუშაობს, მისი თქმით, ბიზნესს დაახლოებით 80 %-იან კლება აქვს. როგორც გიორგი მურჯიკნელი აცხადებს კიდევ ერთი დახურვა (lockdown) უამრავი ბიზნესის გარდაცვალებას ნიშნავს.

 


„საქართველოში სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესში ყველა ორიენტირებული იყო განვითარებაზე. მკვდარი ფული არავის ქონდა გათვალისწინებული, არ ვგულისხმობ დიდ ჰოლდინგებს და მსხვილ ორგანიზაციებს, ვისაც შეეძლო მრავალწლიანი ოპერირების კონტექსტში, დაგროვებული ქონოდა კაპიტალი. არსებობს მსხვილი საერთაშორისო კომპანიები,რომლებიც პროცენტულ წილს რისკის ტოლფასად ინახავენ. საქართველოში ასეთი იშვიათია. არავინ არ იყო მზად მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და არ ფიქრობდა, რომ ბიზნესის გადარჩენა მოუწევდა 1 წლის განმავლობაში. ჩვენი ფოკუს ჯგუფი,რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, ეპიდემიოლოგებისგან და კონსულტანტებისგან, ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს,რომ გარკვეული მოვლენები წინასწარ წარმოვიდგინოთ. ოპტიმისტური მოლოდინი არ გვაქვს, იმედია არ მოგვიწევს ობიექტების დახურვა და თანამშრომელთა სახლში დასმა. სიტუაციის  გამოსწორებას მომავალი წლის მაისის თვეში ველით, იმედია საზღვრები გახსნილი იქნება და შეზღუდვები,რომლებიც დღესდღეობით ხელს გვიშლის, მოიხსნება“,- განმარტავს გიორგი მურჯიკნელი.


გიორგი მურჯიკნელი მედია ჰოლდინგთან საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობამ ბიზნესის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა.


„ანტიკრიზისულ გეგმას უნდა შევხედოთ კომპლექსურად, რეალურად უნდა გავიაზროთ, რომ კოვიდი არის გლობალური გამოწვევა. ეს ყოველივე ახალ რელსებზე დააყენებს ბიზნესს. საქართველოს მთავრობამ მცდელობა არ დააკლო ბიზნესს დახმარებოდა, თუმცა შეიძლება სხვადასხვა საკითხების მკაფიოდ განხორციელება კიდევ უფრო დახმარებოდა და ეს ბევრად ეფექტური იქნებოდა. მნიშვნელოვანი შეღავათი იყო საშემოსავლოსა და ქონების გადასახადის რეფორმა.  მთავრობის ეს გადაწყვეტილებები ბიზნესს დაეხმარა, რომ შენარჩუნებულიყო“, აცხადებს გიორგი მურჯიკნელი.


ბაჩო ადამია


თეგები:
Mgroup



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up