ერთ დღეში მოხსნილი და  დანიშნული რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორები - დაპირისპირების შემდეგ საპარტნიორო ფონდმა ავთანდილ იმედაძე ლევან გოფოძით ჩაანაცვლა

ერთ დღეში მოხსნილი და დანიშნული რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორები - დაპირისპირების შემდეგ საპარტნიორო ფონდმა ავთანდილ იმედაძე ლევან გოფოძით ჩაანაცვლა

access_time2018-09-25 12:30:57

ბოლო პერიოდში  რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორის და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ღია დაპირისპირებას 21 სექტემბერს, კლინიკაში საკადრო ცვლილება მოჰყვა.  კლინიკის უკვე ყოფილი დირექტორი ავთანდილ იმედაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარასკევს დილით,„ საპარტნიორო ფონდის“ შპს, „კლინიკების განვითარების კომპანიამ“ ის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად, იმავე დღეს კლინიკის ხელმძღვანელად ამავე საავადმყოფოს ქირურგი ლევან გოფოძე დანიშნა. „ეს არის ექიმი, რომელსაც ადმინისტრაციული მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.  ჩვეულებრივი ქირურგია,“-აცხადებს იმედაძე.



მისი განცხადებით, „საპარტნიორო ფონდმა“ იმედაძეს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინა. იმედაძე აცხადებს, რომ რამდენად კანონიერადაა ეს გათავისულფება, ამას იურისტები  შეისწავლიან.



„გარდა ამისა ხდება შესწავლა რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება. გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული გათავისუფლების მიზეზი და საფუძველი. სამეწარმეო რეესტრში ცვლილებები დაფიქსირებულია და მე Email-ის საშუალებით მაცნობეს. ორშაბათს, 24 სექტემბერს ვაპირებდი სამსახურში გასვლას შვებულებიდან და დაასწრეს, პარასკევს გააკეთეს გათავისუფლების შესახებ განცხადება,“-აცხადებს იმედაძე.



იმედაძის განმარტებით, იურისტები სწავლობენ საქმეს და შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ საკითხში გარკვევის შემდეგ დაზუსტდება. „ კომენტარის გაკეთებას აბსურდულ და უსამართლო გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რადგან საინფორმაციო ფონი ისედაც დაძაბულია და არ მინდა ჩემი უარყოფითი ინფორმაციით საზოგადოება უარესად დაიძაბოს. ამ ეტაპზე ვაპირებ დავაკვირდეთ განვითარებულ მოვლენებს და თუ რაიმე სამართლებრივი გადაცდომა იქნება, შესაბამისად მოვიქცეთ,“-განმარტავს იმედაძე.


თუმცა, ავთანდილ იმედაძე არ გამორიცხავს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა მას შემდეგ მიიღო, როცა დავით საგანელიძეს ღიად დაუპირისპირდა და  რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით იგი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.  


მისივე განცხადებით, კლინიკაში არანაირ ფინანსურ დარღვევას და დანაკლისს ადგილი არა აქვს.




„რესპუბლიკურ საავადმყოფოს აუდიტის სამსახური სწავლობს და ეს ჩვენი შპს-ს ყოველწლიური ვალდებულებაა. დარღვევები საერთოდ არ არსებობს , გარკვეული რეკომენდაციები შეიძლება დაიდოს, მაგრამ რაც შეეხება ფინანსურ დარღვევებს და უკანონო ბრადლებებს, ეს არ არსებობს და არც შეიძლება რამე იყოს. თუ მოგონილ რამეს იტყვიან, ამაზე ჩვენი პასუხიც ადექვატური იქნება. დავაკვირდებით მიმდინარეობას, თუ ისეთი განცხადებები იქნება, რომელიც შელახავს ჩემს ავტორიტეტს და სახელს, რა თქმა უნდა, ყველას მიმართ დაუნდობელი ვიქნები,“-აცხადებს იმედაძე.


რაც შეეხება  „საპარტნიორო ფონდს“ ,  მათი ინფორმაციით, ფონდის შვილობილმა, „ კლინიკების განვითარების კომპანიამ“ „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორის ავთანდილ იმედაძის თანმდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ამა წლის 21 სექტემბერს კლინიკაში შიდა და გარე აუდიტორული კვლევის საფუძველზე გამოვლენილი ფინანსური და სამეურნეო ტიპის დარღვევების გამო მიიღო. ავთანდილ იმედაძის ნაცვლად, 3 თვის ვადით, კლინიკის დირექტორის მოვალეობას პროფესორი ლევან გოფოძე შეასრულებს.

როგორც საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, დირექტორების ერთ დღეში მოხსნა და დანიშვნა კანონის სრული დაცვით განხორციელდა.  კანონმდებობა მოითხოვს,  შპს-ს შემთხვევაში დირექტორის განთავისუფლების დღესვე დაინიშნოს მისი მოვალეობის შემსრულებელი. 



ლევან გოფოძე 30 წელზე მეტია, რაც „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო)მოღვაწეობს. არის პრაქტიკოსი ექიმი ქირურგი. აქვს პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დიდი გამოცდილება. არის სამედიცინო უნივერსიტეტის მოქმედი პროეფესორი. ლევან გოფოძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც კლინიკის პერსონალის, ასევე, კოლეგებსა და აკადემიურ წრეებში.



„საპარტნიორი ფონდმა“ „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) არსებული ვითარების შესწავლის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე მიმართა.



როგორც ცნობილია, „რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ „კომერსანტთან„ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელ დავით საგანელიძესთან დაპირისპირების მიზეზებზე რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად ისაუბრა.მისი განცხადებით, საგანელიძეს რესპუბლიკური საავადმყოფოს განადგურება უნდა. იმედაძემ განაცხადა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე სწორედ მისმა მწვავე განცხადებებმა გააღიზიანა.


„დავით საგანელიძე მივიდა საბჭოზეც. ამის შემდეგ ფონდიდან ტელევიზიებში დარეკეს, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ“-აცხადებდა „კომერსანტთან“ იმედაძე.


ავთანდილ იმედაძის განცხადებას,„საპარტნიორო ფონდმა“ ოფიციალური განცხადებითვე უპასუხა.



მათი ინფორმაციით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა.


მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up