ერთ დღეში კომპანია Twilio Inc. (TWLO)-ს აქციის ფასი 41%-ით გაიზარდა

ერთ დღეში კომპანია Twilio Inc. (TWLO)-ს აქციის ფასი 41%-ით გაიზარდა

access_time2020-05-19 17:25:01

საფონდო ბირჟის ექსპერტის ჯაბა დიხამინჯიას განცხადებით,  2020 წლის 7 მაისს კომპანია Twilio Inc. (TWLO)-მ წარადგინა 2020 წლის, პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. ინფორმაციის გასაჯაროებისთნავე კომპანიის აქციის ფასი გაიზარდა $122.40 დან $170.89 მდე. ფასის ეს ნახტომი $48 ის მოცულობისაა. პროცენტული სხვაობა კი 39.62%-ს შეადგენს.


„რამ გამოიწვია ფასის 39,62% იანი მატება ერთ დღეში? — დიახ ეს 2020 წლის პირველი კვარტლის, კომპანიის მენეჯმენტის მიერ გასაჯაროებული ბიზნეს საქმიანობის მონაცემები იყო.


ისინი ვინც თვალ ყურს ადევნებს JDinvestment ის საქმიანობას კარგად ახსოვთ და იციან რომ, JDinvestment -ი ფლობს ამ კომპანიის აქციებს თავის პორტფელში. კომპანია Twilio Inc. (TWLO) ის აქციები შევიძნეთ 2018 წლის 17 ივლისს. ერთ აქციაში გადავიხადეთ $60.80 ამ მომენტისთვის ერთი აქციის ფასი შეადგენს $189.22 და ეს ინვესტირეული კაპიტალის 211.23%-ით ზრდაა“,  განაცხადე ჯაბა დიხამინჯიამ.


ბიზნესსაქმიანობა

„ეს არის კომპანია რომლის ბიზნესმოდელი სრულიად ახალია კომუნიკაციის მიმართულებით და ეს რევოლუციური მიდგომაა ამ მხრივ.


კომპანია განეკუთვნება ტექნოლოგიურ სექტორს. რომელიც სთავაზობს თავის მომხმარებლებს Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც საშვალებას იძლევა იმისა რომ, მომხმარებლებმა შექმნან და მართონ კომუნიკაციები პროგრამული უზრუნველყოფით. პროგრამულ უზრუნველყოფასაც თვითონ მომხმარებელი ქმის, პლატფორმაში ინტეგრირებული მოდულების საშალებით, სამართავი მენიუ/პულტის და ინტერფეისის გამოყენებით, ამ მხრივ არანაირი სპეციალური პროგრამირების ენის ცოდნა არ არის საჭირო. და პლატფორმა, ნებისიმიერი მომხმარებლისთვის ადვილად მოსახმარი სერვისია.


პროგრამირების შედეგად მომხმარებელს შეუძლია მონიტორინგი გაუწიოს ხმოვან შეტყობინებების გაგზავნა მიღებას, მოკლე ტექსტური გზავნილების მონიტორინგს და ასევე პლატფორმას აქვს ვიდეო გზავნილების მონიტორინგის საშვალებასაც. 


ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერ ბიზნესს ჭრდება Call Center ი სადაც უამრავი თამანშრომელი არის დასაამებული და კონსულტაციას უწევს მომხმარებლებს კომპანიის პროდუქტების და სერვისების შესახებ.


წარმოიდგინეთ რომ კომპანია Twilio.com ესეთი Call Center-ია უამრავი კომპანიისთვის. პლატფრომაზე შეგიძლიათ თქვენ თვითონ შექმნათ მოდულები იმის მიხედვით თუ როგორ გსურთ მომხმარებლებთნ ურთიერთობა. ეს არის კომპანია Twilio Inc. (TWLO)-ს ბიზნესმოდელი. მეტი დეტალიზაციისთვის თუ როგორ მუშობს პლატფორმა უყურეთ შემდეგ 6 წუთიან ვიდეოს.



კომპანია Twilio Inc. (TWLO) წარმოადგენს პლატფორმას. მისი ბიზნესმოდელი და შემოსავლების მაგენერირებელი არხები პლატფორმიდან მომხმარებლების მიერ შეძენილი სერვისების მიხედვით კლასიფიცირდება გააჩნია რა სახის მოდულს ააშენებს, იმის მიხედვით იხდის მომხმარებელი ფულს.


COVD-19 პანდემიის პირობებში ჩვენთვის ცნობილია რომ უამრავმა ინტერნეტბიზნესმა მომხმარებლების საგრძნობლად მომატებული აქტივობა აჩვენა. ეს გასაგებიც არის. კომპანია Twilio Inc. (TWLO)-მ ამ მხრივ შთმბეჭდავი მაჩვენებელი დადო. 18 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით, კომპანიამ 25% ით მეტი მომხმარებელი აიყვანა პლატფორმაზე ვიდრე 2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული (2,5 თვის მანძილზე).


მსოფლიო კარანტინის პირობებში კომპანია Twilio Inc. (TWLO)-ს პლატფორმის გამოყენების საჭროება დადგა უამრავი მიმართულებით. პირველ რიგში ეს არის ჯანდაცვის სექტორის ახალი მიმართლება და ის ცნობილია როგორც Telemedicine (ტელემედიცინა) ეს არის სამედიცინო პლატფორმები, რომლის საშუალებითაც მედიცინის მუშაკებს შეუძლიათ ნახონ პაციენტები შორ დისტანციაზე, კომპიუტერის ტელევიზორის ან თუნდაც ტელეფონის ეკრანის მეშვეობით და დანიშნოს სხვადასხვა სახის მკურნალობა. ეს მიმართლება საკმაოდ მოთხოვნადია ეხლა შეერთბულ შტატებში და არა მხოლოდ. ამ მიმართლებით უამრავი ბიზნესი ვითრდება და ერთ ერთ მათგანია კომპანია Teladoc Health, Inc. (TDOC) ეს კომპანია და ამ სახის ყველა კომპანია იყენებს პაციენტებთან კომუნიკაციისთვის Twilio Inc. (TWLO)-ს პლატფორმას.


გასაგებია რომ ისეთმა კომპანიებმა როგორიც არის Airbnb, Uber, ბიზნესაქტივობებსი შეჩერების გამო ამ კომპანიებიდან საგრძნობლად იკლო Twilio Inc. (TWLO)-ს პლატფორმის გამოყენებამ მაგრამ სამაგიეროდ იმატა ისეთ სფეროებიდან საიდანაც აქამდე დიდი აქტივობები არ შეინიშნებოდა. სწორედ ამგვარი ბიზნეს სფეროებისგან მიღებულმა შემოსავალმა და მომხმარებლების უპრეცენდენტო ზრდამ, განაპირობა კომპანიის ის შესანიშვი ფინანსური მაჩვენებლები რომლიც გასაჯაროვდა 7 მაისს.


2020Q2-ფინანსური მაჩვენებლები


ის მომსახურეობა რასაც კომპანია აწვდის თავის მომხმარებლებს საკომუნიკაციო პლატფორმა როგორც სერვისი. Communications Platform as a Service შემოკლებით CPaaS. შემოკლებით (მომავალში ამ აბრევიატურას გამოვიყენებთ).


როდესაც საუბარია რევოლუციურ ბიზნეს იდეაზე აქვე მოიაზრება ის ფაქტი რომ, ეს ეს მიდგომა ძალიან ახალია. ეს სერვისი არ არსებობდა 20015 წელს და 2019 წლისთვის მოლოდინი არის რომ, ბაზრის მოცულობა ინება $8 მილიარდი მოცულობის. ისევ დავიხმარ Statista-ს მიერ გენერირებულ დიაგრამას.


COVD-19 პანდემიის პირობებში კომპანიამ განიმტკიცა კიდევ ამ მხრივ თვის პოზიციები ვინაიდან კომპანიის სერვისით მოსარგებლე საკამოდ ცნობილი ფირმები გახდნენ. ჩვენი გადმოსახედიდან კომპანიის მომავალი კარგად ჩანს და ჩვენ ჯერ ჯერობით არ ვაპირეთ ამ კომპანიის აქციების გაყიდვას.


2020 წლის 1 კვარტლის შემოსავლები: $364.9 დაფიქსირდა რაც გასული წლის პირველ კვარტალთნ შედარებით 57% იანი ზრდაა. ანალიტიკოსები მოლოდინი იყო $333.97 მილიონი. ( რთლად იპოვით კომპანიას რომელიც წლიდან წლამდე შემსოავლებს ამხელა ბიჯით ზრდის) EPS (ერთი აქციის წილი მოგება) დავფიქსირდა $0.06 ანალიტიკსები ელოდნენ $-0.10 მოლოდინზე საკამოდ დიდი გადაჭარბება.
2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ განახორციელა კომპანია SendGrid-თან შერწყმა. კომპანია SendGrid წარმოადგენდა E-mail მარკეტინგ კომპანიას 74.000 აქტიური აბონენტით. კომპანია თვეში აგზავნიდა 45 მილიარდ E-mail-ს. იმ დროისთვის, კომპანია სარეკლამო ბიზნესსექტორში წარმატებით ოპერირებდა, მოგების მაჩვენებლები, კვარტლიდან კვარტლამდე საგრძნობ ზრდას აგენერირებდა. ძირითადი მიზეზი რისი გულისთვისაც კომპანია Twilio.Inc-მ შეიძნა კომპანია SendGrid იყო მომხმარებლების ბაზა და მისი ზრდის პოტენციალი.


ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის დროს, კომპანიის მენეჯმენტმა განმარტა რომ E-mail მარკეტინგის მიმართლება არამც თუ მზარდია, ის გადაერთო ასევე სიფრული რეკლამირების კუთხით. აქ საუბარი იყო SendGrid ის მიმართლებაზე.


დააკვირდით დიაგრაას სადაც მსოფლიოში ციფრული სარეკლამო ბაზრის მოცულობა არის ასახული. წარმოიდგინეთ რა მოცულობის ბაზარია და ამ მიმართლებით კომპანია აქტირურად მუშობს ამ ბაზრის ათვისებაზე. ეს კომპანია Twilio Inc. (TWLO)-სთვის ახალი ბაზარია ეს კიდევ ერთხელ მოწმობს რომ კომპანია განვითარებისთვის მუდმივად ეძებს ახალ შესაძლებლობებს.


შეჯამება

ამ დროსითვის ჩვენ განვაგრძობთ ამ კომპანიის აქციების ფლობას და ამ განძრახვას შევცვლით მაშინ როცა რაიმე საგუისხმო ან მომავლისთვის ბუნდოვანი გარემოებები გამოჩნდება.


მინდა ავღნიშნო რომ, ჩვენ ვახორციელებთ კომპანიის შესახებ ინფორმაციების მონიტორინგს სანდო წყაროებიდან“,  აღნიშნავს ჯაბა დიხამნიჯია.



თეგები:
Twilio Inc.



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up