Apple-ის აქციები 8%-ით დაეცა. ამან კომპანია საბაზრო ღირებულების 180 მლრდ. აშშ. დოლარით შემცირებამდე მიიყვანა. ერთ დღეში კაპიტალიზაციის ასეთი ვარდნა საფონდო ბირჟის ისტორიაში არ ყოფილა.
ხუთშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ინდექსმა, ამა წლის მარტიდან მოყოლებული ყველაზე ძლიერი ვარდნა განიცადა. ინდექსი Dow Jones Industrial-ი 2.8 %-ით დაეცა, S&P 500 – 3.5%-ით, ხოლო ტექნოლოგიურმა ინდექსმა NASDAQ-მა - 5% დაკარგა.
გამოცემა Barron’s-ის თანახმად Apple-ის ერთი დღის დანაკარგი, S&P 500-ის ინდექსის 37 ყველაზე პატარა კომპანიის მთლიანი ღირებულებაა.
3 სექტემბრის მონაცემებით Apple-ის ბედი სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც გაიზიარეს. Tesla-ს აქციები - 9%-ით, Microsoft-ის - 6.2%-ით, Nvidia -სი - 9.3%-ით, Amazon-ის - 4.6%-ით, Facebook-ის - 3.8%-ით დაეცა, ხოლო Google-მა და Netflix-მა 5%-ით იზარალა. მთლიანობაში ჯგუფი FANGMAN-ის კომპანიებმა - Facebook, Apple, Netflix, Google, Microsoft, Amazon, Nvidia - ერთ დღეში 500 მლრდ. აშშ. დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგეს.
rbc.ru
ანი ცარციძე