„ერთ ბილ გეითსს უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს, თუ 150-კაციან პარლამენტს?!“ - თემურ ჭყონია პოლიტიკურ პროცესებზე

„ერთ ბილ გეითსს უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს, თუ 150-კაციან პარლამენტს?!“ - თემურ ჭყონია პოლიტიკურ პროცესებზე

access_time2020-11-05 18:00:00

„ყველაფერი გათვლილი და ჩამოყალიბებული უნდა იყოს, ამ გადაბრალების თემებს, ჩვენ ვერ მივიღებთ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა.



მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში საზოგადოება არჩევანს აკეთებს სიმრავლეზე და არა ცოდნაზე, რაც დიდი შეცდომაა. სინამდვილეში კი, „ჭკუა უნდა იყოს დომინანტი, და არა ადამიანების სიმრავლე“.



„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს ბიზნესის საქმიანობაზე. როდესაც კონკურენტი პარტიები ერთმანეთში არკვევენ, ვინ უნდა იყოს მართვაში წამყვანი, ეს აისახება ყველაფერზე. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია ამ პროცესებზე, მაგრამ ყველა პარტია, ვისაც პრეტენზია აქვს მართვაზე, პრეტენზია უნდა ჰქონდეს, ამ პროცესების მინიმალიზაციაზე და არა ისეთ დონეზე აყვანაზე, რომ ყველაფერი იწყებოდეს ნულიდან.




ყველაფერი გათვლილი და ჩამოყალიბებული უნდა იყოს, ამ გადაბრალების თემებს, ჩვენ ვერ მივიღებთ. როდესაც იღებ ვალდებულებას, რომ შენ უნდა აკონტროლო ყველაფერი, უნდა აკონტროლო მაქსიმალურად და ყველა რისკი მინიმუმადე დაიყვანო“,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.



კითხვაზე, უნდა შესულიყვნენ თუ არა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში, თემურ ჭყონია პასუხობს: „ ჩემი შეხედულებით, იმ ეკონომიკის მცოდნე პარტიებში, მხედველობაში მყავს, გინდაც ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირაკლი ყიფიანი, უამრავი საინტერესო ადამიანი ყალიბდებოდა და მათი გამოცდილება უფრო ძლიერი იქნებოდა. ჭკუა უნდა იყოს დომინანტი, და არა ადამიანების სიმრალე. იმიტომ, რომ ჭკუით, გამოცდილებით და პროფესიონალიზმით ერთ ადამიანს უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს, ვიდრე, მილიონობით ადამიანს. მაგალითად, სტივ ჯობსს უფრო მეტი შეეძლო გაეკეთებინა თუ პარტიას? ან ერთ ბილ გეითსს უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს, თუ 150-კაციან პარლამენტს?! რა თქმა უნდა, ერთს. ამიტომ, მე ვისურვებდი, რომ პროფესიონალები იყვნენ, რაოდენობას მნიშვნელობა არ ქვს. ერთ პროფესიონალს შეუძლია ეკონომიკური გადატრიალება მოაწყოს მთელ საქართველოში. არ არის აუცილებელი ჰქონდეს დიდი მხარდაჭერა. თქვენ რა გგონიათ, ილონ მასკი რომ გავიდეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინმე აირჩევს?! რა თქმა უნდა, არა. მაგრამ, არის გენიოსი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. ამიტომ, სიმრავლე არ არის გადამწყვეტი, მთავარია ჭკუა, ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ სიმრავლეს, რაც არის ჩვენი საზოგადოების შეცომა“,-აცხადებს თემურ ჭყონია.



BPN.GE 










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up