ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია დაამტკიცა

ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია დაამტკიცა

access_time2022-08-04 17:40:00

ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია და ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი დაამტკიცა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


„მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას, რომელიც ეკონომიკურ აქტივობებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მწვანე, სოციალურ ან/და მდგრად სტატუსს ანიჭებს. მწვანე ტაქსონომია გარემოსდაცვით მიზნებს და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, ხოლო სოციალური ტაქსონომია კი სოციალური მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული.


მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი მწვანე, სოციალურ და მდგრადი სესხების საერთო განმარტებას ადგენს. აღნიშნული რეგულაციის თანახმად კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან სესხების მწვანედ, სოციალურად ან/და მდგრადად კლასიფიცირების პროცესში ტაქსონომიით განსაზღვრული კრიტერიუმებით იხელმძღვანელონ. გარდა ამისა, რეგულაცია ბანკებს ტაქსონომიის მიხედვით ანგარიშგების მოთხოვნებსაც უწესებს.



მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. ამ პროცესში ფინანსური ინსტიტუტებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ტაქსონომიის კატეგორიები და ტექნიკური კრიტერიუმები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია. იგი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლებს. ყოველივე ეს ტაქსონომიის პრაქტიკულობას და როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე სანდოობას განაპირობებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც
access_time2022-08-11 23:50:01
...

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up