ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის მიწოდებასთან ერთად, რეზერვების ნორმა უნდა შეამციროს

ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის მიწოდებასთან ერთად, რეზერვების ნორმა უნდა შეამციროს

access_time2020-04-29 14:00:57

COVID19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკები მძიმედ აისახება მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე. მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ინდიკატორია გაცვლითი კურსი, რომელიც, გარკვეული სახით, ქვეყნის სავაჭრო კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელია მსოფლიო ბაზარზე. ის წლის დასაწყისიდან დოლართან მიმართებაში პოზიციებს ინარჩუნებდა, თუმცა, რაც პანდემია გაძლიერდა და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ლარის კურსი მარტში 22%-ითაც კი გაუფასურდა.


ნეგატიური მოლოდინების ჩასაქრობად და ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის ინტერვენცია განახორციელა, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის კურსის გამყარება გამოიწვია. თუმცა იყო დღე, როდესაც კურსი ერთდროულად 21 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ორ დღეში ერთდროულად 19 თეთრით გამყარდა.


„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბაზარზე დოლარის ლიკვიდობა და მიწოდება რომ გაიზარდოს, ერთ-ერთი საშუალება, უცხოურ ვალუტაში არსებული რეზერვების შემცირება და ეკონომიკისთვის დოლარის გამოათავისუფლებაა.



„იმ ინტერვენციებით რაც ეროვნულმა ბანკმა წინა თვეში გააკეთა, პანიკა ჩააცხრო და კურსი დაახლოებით 3.15-ზე დაასტაბილურა. პოზიტიური ფაქტორია, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება კომუნიკაცია და ვიცით, რომ ჩაერევა თუ ბაზარზე ზედმეტად პანიკური გაყიდვები იქნება, რაც ლარს დაეხმარება. თუმცა იმისთვის, რომ ბაზარზე დოლარის ლიკვიდობა და მიწოდება გაიზარდოს, ერთ-ერთი ჩვენი ხედვა არის, რომ რეზერვები რაც უცხოურ ვალუტაში აქვს სებ-ს მოზიდული, კიდევ უფრო შეამციროს და ეკონომიკისთვის დოლარი გამოათავისუფლოს. გარდა ამისა, ის ფაქტი რომ მარტში დეპოზიტები გადოლარდა, ნიშნავს რომ ლარის რესურსი ეკონომიკაში აღარ არის, რაც ძალიან ცუდი ფაქტორია. გარდა ამისა, ბანკების მიმდინარე ანგარიშებზე ლარის დეპოზიტები გაძვირდა, ანუ ნაკლები ლარი არის ეკონომიკაში და პროცენტები გაიზარდა, შესაბამისად სესხების გაძვირდება, ასეთ პირობებში კი ეკონომიკას დახმარება სჭირდება. მთელ მსოფლიოში ცენტრალური ბანკები ცდილობენ ბაზარს ლიკვიდობა მიაწოდონ, რომ საპროცენტო განაკვეთები არ გაიზარდოს და შინამეურნეობებმა და კომპანიებმა ეს სესხები შეღავათიან პირობებში აიღონ, რათა ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლა არ მოხდეს, ამიტომ ვფიქრობთ რომ სებ-მა ბაზარს ლიკვიდობა უნდა მიაწოდოს. აქ არის ერთი ფაქტორი, რომ ლარის გაუფასურების ეშინიათ, მაგრამ ერთი მხრივ ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობა უნდა მიაწოდოს და მეორე მხრივ რეზერვების ნორმა შეამციროს, რომ ლარზე დიდი ზეწოლა არ მოხდეს. ასეთ პირობებში კი არ უნდა შეიზღუდოს ფული მიწოდება და პროცენტები კი არ უნდა გააძვირო, არამედ უნდა მიაწოდო თანხები, რომ როგორმე ამ კრიზისის დროს ეკონომიკას დაეხმარო“, - განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.


აღსანიშნავია, რომ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, ბაზარზე დამატებითი ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკს შეუძლია შეამციროს რეზერვები 5-10 პუნქტით 20-15% -მდე, რაც საშუალებას მისცემს უზრუნველყოს 300-600 მილიონი აშშ დოლარის საბანკო სექტორისთვის მიწოდებით. ინტერვენციები საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს მიმდინარე წელს არ გაზარდოს რეფინანსირების 9% -იანი განაკვეთი, მაგრამ ინსტიტუტში არ გამორიცხავენ, რომ თუ კურსი 3.5 დოლარამდე გაიზრდება, განაკვეთის ერთი პუნქტით ზრდის საჭიროება დადგეს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up