ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში ცვლილებები შეიტანა

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში ცვლილებები შეიტანა

access_time2021-06-04 23:40:00

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის მუშაობას აქტიურად განაგრძობს და ეტაპობრივად ახორციელებს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევით და საზედამხედველო სტრატეგიით განსაზღვრულ სამოქმედო გეგმას.


„ამჟამად, ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიისა და ESG შეფასების ბარათის (ESG Scorecard) საკითხებს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარეებთან განიხილავს. ტაქსონომიის მიზანია, ბაზარზე მწვანე, სოციალური და მდგრადი ეკონომიკური აქტივობების ჰომოგენური განმარტების შემოღება. ESG შეფასების ბარათი კი, როგორც პროგრესის საზომი ინსტრუმენტი, მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ფინანსური ინსტიტუტების მიერ გადადგმული ნაბიჯების მონიტორინგისა და შეფასებისთვის იქნება გამოყენებული.


ESG საკითხების სათანადო მართვა მდგრადი დაფინანსების წარმატებით და ეფექტიანად განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, 2018 წელს კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში ESG საკითხების გათვალისწინება მოხდა. თუმცა, მდგრადი დაფინანსების განვითარებისა და ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ, საჭირო გახდა ESG საკითხების კორპორაციული მართვის კოდექსში უფრო სრულყოფილად და დეტალურად ასახვა.



კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დაზუსტდა და ESG საკითხები და მათთან დაკავშირებული მოთხოვნები უფრო ცხადად ჩაიწერა. კერძოდ, განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობა ESG საკითხების ბანკის სტრატეგიასა და რისკების მართვის ჩარჩოში ინტეგრირებასთან და მათ ეფექტიან განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, დაზუსტდა ESG საკითხების ანგარიშგების ფორმა და სახელმძღვანელო პრინციპებად ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები განისაზღვრა. გარდა ამისა, ESG საკითხების ანგარიშგების ფორმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებას დაემატა და ამიერიდან ESG საკითხების გამჟღავნება მის ფარგლებში მოხდება. შესაბამისი ცვლილება შევიდა კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესშიც“.


წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია ESG საკითხების კომერციული ბანკების საქმიანობაში სათანადო ინტეგრირების, ESG რისკების ეფექტიან მართვისა და ESG საკითხების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გაუმჯობესების ხელშეწყობა. აღნიშნული, თავის მხრივ, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და საქართველოში მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის არის მნიშნელოვანი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up