ეროვნულმა ბანკმა, კომერციული ბანკების ფინანსური მდგრადობის შეფასების მიზნით, სტრეს-ტესტის ინტერაქტიული ვებპლატფორმა აამოქმედა

ეროვნულმა ბანკმა, კომერციული ბანკების ფინანსური მდგრადობის შეფასების მიზნით, სტრეს-ტესტის ინტერაქტიული ვებპლატფორმა აამოქმედა

access_time2021-12-06 21:00:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კომერციული ბანკების ფინანსური მდგრადობის შეფასების მიზნით, სტრეს-ტესტის ინტერაქტიული ვებპლატფორმა აამოქმედა. 



ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სტრეს-ტესტი საბანკო სექტორის მდგრადობის შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რომელიც კომერციული ბანკების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უზრუნველყოფს.



„აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით, შესაძლებელია პოტენციური რისკების დროულად გამოვლენა და ბანკების დიდ შოკებთან გამკლავების უნარის შეფასება. ინტერაქტიული პლატფორმის მეშვეობით, დაინტერესებული საზოგადოება თავად შეძლებს თითოეული მაკროეკონომიკური ცვლადისთვის ჰიპოთეტური სტრესული სცენარის არჩევასა და კომერციული ბანკის კაპიტალის კოეფიციენტის დინამიკაზე დაკვირვებას.




აღსანიშნავია, რომ სტრეს სცენარები და სტრეს-ტესტის დაშვებები არ არის და არ შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული ბანკის პროგნოზებად. ეს დაშვებები მხოლოდ თეორიული სიმულაციაა, რომელიც, მათი რეალიზაციის შემთხვევაში, ფინანსური სექტორის მდგრადობის შესაფასებლად გამოიყენება. სტრეს-ტესტის განმარტებიდან და მიზნიდან გამომდინარე, მისი დაშვებები უნდა იყოს საკმარისად მძიმე, ნაკლებ სავარაუდო, თუმცა შესაძლებელი.



სტრეს-ტესტის შედეგების მიხედვით, ზომიერი და მკაცრი სტრეს სცენარის შემთხვევაში ყველა ბანკი მდგრადობას მაინც ინარჩუნებს, ხოლო ექსტრემალური სტრეს სცენარის დროს ზოგიერთი ბანკი მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დამატებით კაპიტალს საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სტრეს-ტესტი არ განიხილავს ბანკების მხრიდან შოკების საპასუხოდ აქტიურ რეაგირებას ან ბიზნეს მოდელის ცვლილებას, რამაც შესაძლოა შოკის გავლენა შეარბილოს. თუმცა, მიმდინარე შეფასებით, მფლობელობის არსებული სტრუქტურიდან გამომდინარე, ბანკებს კაპიტალის შევსების კარგი შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად, კაპიტალის ჰიპოთეტური დანაკარგები სისტემის სტაბილურობას და მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექსტრემალურ სტრეს სცენარში კაპიტალის კოეფიციენტი აღდგენას მეორე წლიდან იწყებს, რასაც აქტივების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, მდგრადი საოპერაციო მომგებიანობაც უწყობს ხელს.



სტრეს-ტესტის შედეგები „top-down“ სტრეს-ტესტის მოდელით მიიღება, რომელიც 2019-2020 წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური მისიის მხარდაჭერით შემუშავდა. სტრეს-ტესტის ძირითადი მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. აღნიშნული მოდელის შედეგები ყოველწლიურად, ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში ქვეყნდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up