ეროვნულმა ბანკმა ფინტექ ინდუსტრიის განვითარების თემაზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნულმა ბანკმა ფინტექ ინდუსტრიის განვითარების თემაზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

access_time2020-07-10 18:15:25

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს. პარალელურად, ახალ საზედამხედველო მიდგომებს აცნობს დაინტერესებულ საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო StrategEast-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში, რომელიც ევრაზიის რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ კვლევითი ორგანიზაციები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები და ფინტექ პოლიტიკის გამტარებლები, როგორც ევრაზიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან.



დისკუსია შეეხებოდა COVID-19 პანდემიის ფონზე ფინტექ ინდუსტრიის მზარდ როლს და მისი სწრაფი განვითარების მხარდასაჭერად ევრაზიის ქვეყნებში დაგეგმილ ღონისძიებებს.


ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ გორგოძემ. მან დეტალურად ისაუბრა ფინანსური ინოვაციების წახალისების პროცესში ცენტრალური ბანკის საზედამხედველო გახსნილობისა და ციფრული ინფრასტრუქტურის გადამწყვეტ როლზე. ოთარ გორგოძემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ინოვაციების ოფისისა და საზედამხედველო ლაბორატორიის შექმნის გამოცდილება და ფინანსური ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისათვის სამომავლო გეგმები. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე რომელსაც ფინტექ ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა იწვევს და ხაზი გაუსვა ინოვაციებსა და რისკებს შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობას. ოთარ გორგოძის განცხადებით, აღნიშნული ბალანსის შენარჩუნება მხოლოდ საზედამხედველო მიდგომების მუდმივი განვითარებითაა შესაძლებელი.





„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up