ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პლატფორმა - FinEdu.Gov.Ge - შექმნა

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პლატფორმა - FinEdu.Gov.Ge - შექმნა

access_time2020-09-10 21:36:07

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საზოგადოებას ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - FinEdu.gov.ge წარუდგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



„FinEdu.gov.ge-ზე თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, სასარგებლო რჩევები, კალკულატორები, პუბლიკაციები, ბროშურები, თემატური სახელმძღვანელოები და ბლოგი. აღსანიშნავია, რომ FinEdu.gov.ge მომხმარებელს მიუკერძოებელ და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის ინფორმაციას აწვდის.



ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა, დაინტერსებული მხარეების ჩართულობითა და მხარდაჭერით, არაერთი პროექტი თუ აქტივობა წარმატებით განახორციელა. FinEdu.gov.ge-ის შექმნის იდეაც სწორედ ამ ამოცანის ეფექტიან განხორციელებას ემსახურება.




დღეს ბაზარზე არსებული ფინანსური პროდუქტები და მომსახურება საკმაოდ მრავალფეროვანი და კომპლექსურია, რასაც, ხშირ შემთხვევაში, ფინანსური ბაზრის მოთამაშეების მხრიდან აქტიური და თავბრუდამხვევი მარკეტინგიც ემატება. რიგითი მომხმარებლისთვის კი, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ეძებს, ინტერნეტით ამ ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთულია, რადგან ის ხშირად გაფანტულია ან საკითხს მხოლოდ ნაწილობრივ ან ტენდენციურად აღწერს. ასევე, სანდო ინფორმაციის ყალბისგან გარჩევაც საკმაოდ პრობლემატურია. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა FinEdu.gov.ge, სადაც თავმოყრილია მარტივ ენაზე გადმოცემული ობიექტური, მოქმედი კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ინფორმაცია.



„ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის FinEdu.gov.ge-ის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ფინანსური განათლების ამაღლების საქმეში, არამედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხითაც. მოხარული ვარ, რომ დღეიდან მომხმარებლისთვის ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი ობიექტური, კანონმდებლობის შესაბამისი, მრავალფეროვანი, სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, რომ პლატფორმა დროთა განმავლობაში ბევრი თქვენგანის ფინანსურ მრჩევლად იქცევა და შეასრულებს მთავარ მისიას - გახდეს ფინანსური ბაზრის თითოეული მომხმარებლის ცხოვრებაში სანდო და კომპეტენტური ფინანსური მეგზური, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.



Finedu.gov.ge-ის ბლოგზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ფინანსური განათლების თემაზე საკუთარი მოსაზრება თუ გამოცდილება მომხმარებელს გაუზიაროს. ვებპორტალზე არსებული ინფორმაცია მუდმივად განახლდება და მომხმარებელს ბევრ საინტერესო ინფორმაციას შესთავაზებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up