„ეროვნულმა ბანკმა ფაქტობრივად, აღიარა, რომ ლარის გაუფასურება წინასაარჩევნოდ განხორციელებულ ინტერვენციებს უკავშირდება“

„ეროვნულმა ბანკმა ფაქტობრივად, აღიარა, რომ ლარის გაუფასურება წინასაარჩევნოდ განხორციელებულ ინტერვენციებს უკავშირდება“

access_time2017-10-26 10:20:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7 პროცენტზე დატოვა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას „კომერსანტთან“ ეკონომიკის ექსპერტები აფასებენ. ამჯერად აკაკი ჩარგეიშვილის პოზიციას შემოგთავაზებთ. მისი განცხადებით,  ეროვნული ბანკის  გუშინდელი გადაწყვეტილება სწორია, თუმცა, ეს ერთჯერადია და  მნიშვნელოვან შედეგს არ გამოიღებს. მისი თქმით, არსებობს მოკლევადიანი ინექციები, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს და არსებობს გრძელვადიანი პოლიტიკა, რომლის მიმდევრებიც უნდა ვიყოთ.

 

როგორც ჩარგეიშვილი აცხადებს, ეროვნული ბანკის მხრიდან სისტემური ინექციები აუცილებელია. „ის რომ, განაკვეთი 7 პროცენტზე დარჩა, ნიშნავს იმას, რომ ინფლაციის ტემპი და კურსი ვალუტასთან მიმართებით უფრო მეტად შენარჩუნებული უნდა იქნას. ეს არის  ეროვნული ბანკის გუშინდელი გამოძახილი. ანუ, მარეგულირებელმა ვერ გაამკაცრა იმიტომ, რომ ეკონომიკა როგორც ჩანს, ამის საშუალებას არ იძლევა“-აცხადებს ჩაგეიშვილი.

 

ჩარგეიშვილის განცხადებით, ეროვნულმა ბანკის მიერ ასეთი ერთჯერადი ჩარევებით ეკონომიკა წინ ვერ მიდის.

 

ექსპერტი აცხადებს, რომ ლარი მოკლევადიან პერსპექტივაში შეინარჩუნებს თავის მდგომარეობას, მაგრამ უპროგნოზოდ,  ასეთი ცვალებადობა ისევ მოხდება. „რეალობაში ჩვენ გვჭირდება ისეთი ტიპის პოლიტიკა, როდესაც ასეთი ცვლილებებისგან დაზღვეული ვიქნებით და ასეთი მოკლვადიანი რყევები ჩვენს ფინანსურ სისტემაში საჭირო არ იქნება“-აცხადებს ჩარგეიშვილი.

 


აკაკი ჩარგეიშვილი ეროვნული ბანკის განცხადებას ლარის კურსთან დაკავშირებითაც აფასებს. „პანიკა იყო ასეთი, რომ ეროვნული ბანკი კურსს არჩევნებამდე ინარჩუნებდა. პირველი კომენტარებიც მარეგულირებელმა რაც გააკეთა იყო ის, რომ გაუფასურება არჩევნებს არ უკავშირდებოდა. ეს პრაქტიკულად, იმ მდგომარეობის აღიარება იყო, რისი დაბრალებაც მის მიმართ მიმდინარეობდა. ეროვნულმა ბანკმა ფაქტობრივად, აღიარა, რომ ლარის გაუფასურება წინასაარჩევნოდ განხორციელებულ ინტერვენციებს უკავშირდება“-აცხადებს ჩარგეიშვილი.

 

ცნობისათვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სიმართლე არ არის, რომ ლარის გაუფასურება წინასაარჩევნოდ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციამ განაპირობა. მისი თქმით, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი იქნება სტაბილური რომელიმე ვალუტის მიმართ, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება და იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გამყარდება.

 

არავისთვის არის ახალი, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსი იმოძრავებს ორივე მიმართულებით - ზოგჯერ გაუფასურების და ზოგჯერ გამყარების მიმართულებით. როგორც სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი არ გააკეთებს კომენტარს ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით. დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი. ანუ იქნება პერიოდი, როდესაც ლარი იქნება სტაბილური რომელიმე ვალუტის მიმართ, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება და იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გამყარდება. ამავე დროს, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ გააკეთა ინტერვენცია, რაც მართალი არ არის, ზაფხულის შემდეგ სებ-ს ინტერვენცია არ განუხორციელებია და ყველა ის ინტერვენცია, რაც ჩაატარა, იყო მხოლოდ შესყიდვა და წელს 130 მილიონი დოლარი შევისყიდეთ ბაზრისგან. ამავე დროს, ზოგადად მინდა ვთხოვო, რომ ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშოირებით კარგი იქნება, თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ, - განაცხადა გვენეტაძემ.

 

ინფორმაციითვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართება. რაც შეეხება სავალუტო კურსს,  დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5317 ლარია.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

   



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up