ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა

ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა

access_time2020-07-01 21:00:01

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ბროშურები ათი ძირითადი თემატური საკითხისგან შედგება და მათ ძირითად სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები წარმოადგენენ.



შემუშავებული ბროშურების მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო სისტემისა და მისი მონაწილეების, ფულისა და ვალუტის, სახელმწიფო ბიუჯეტისა და გადასახადების შესახებ და, ასევე, მოიცავს ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ ისეთ საბაზისო საკითხებს, როგორებიცაა პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა, სესხება, დაზღვევა, ფინანსური უსაფრთხოების თემები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.




ბროშურები მომხმარებლებს დაეხმარება შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც პირადი და ოჯახის საჭიროებებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მათ სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებასა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში დაეხმარება.



„ბოლო პერიოდში ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მოსახლეობაში ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორისაა აღნიშნული ბროშურებიც. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მასალები სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, დარწმუნებული ვართ, მათში საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას ნებისმიერი მომხმარებელი აღმოაჩენს. ჩვენ მიერ შემუშავებული სხვა საგანმანათლებლო მასალის მსგავსად, აღნიშნული ბროშურებიც საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ბროშურების ელექტრონული ვერსიები მზადაა სტამბური წესით ბეჭდვისათვის და, იმედი გვაქვს, დაინტერესებული მხარეები ამ პრაქტიკულ მასალებს აქტიურად გამოიყენებენ“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.



„სტუდენტებში ფინანსური ცნობიერების ამაღლება თანამედროვეობის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას სწორედ ფინანსური განათლება განაპირობებს. მოხარულები ვართ, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად ვიყავით ამ მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საზოგადოებას შეგვიძლია წარვუდგინოთ ეს პრაქტიკული მასალები, რომლებიც შესაძლებელია სასწავლო პროცესში ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის მიერ დამხმარე მასალად იქნას გამოყენებული,“ - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up