„ეროვნულმა ბანკის ქმედებამ რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ 2 მლნ დოლარის კრედიტის აღებაში შეუწყო ხელი“ - „ახალგაზრდა ადვოკატები“

„ეროვნულმა ბანკის ქმედებამ რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ 2 მლნ დოლარის კრედიტის აღებაში შეუწყო ხელი“ - „ახალგაზრდა ადვოკატები“

access_time2021-06-10 18:06:14

„მსგავსი ტიპის გარიგებას, როცა ეროვნული ბანკი უკვე საკუთარ ბალანსზე აღებული უძრავი ქონების გირაოდ გამოყენების საშუალებას აძლევს ქონების წინა მეპატრონეს, პრეცედენტი არ გააჩნია. ეროვნული ბანკის ახალ შენობასთან დაკაშირებული საქმე, კერძოდ - ბანკსა და რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ შორის, ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო მიწის შეძენის შესახებ არსებული გარიგება, არის ფორმალური იურიდიული საფუძვლებით, წინასწარი განზრახვითა და მოჩვენებითად და თვალთმაქცურად შექმნილი გარიგება“, -ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ნაწარმოები კვლევის პრეზენტაციისას აღნიშნა.


როგორც კაიკაციშვილმა განაცხადა, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა ეროვნული ბანკის ეგრეთ წოდებული „ახალი შენობის საქმეს“ და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის საქმიანობის ისტორიაში, ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას - ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დადებას კერძო კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სავარაუდო დანაშაულსა და კორუფციული შეთანხმების ნიშნებს.


„საქმის არსი ასეთია -ეროვნულმა ბანკმა „სითი ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულების ძალით, გადაიფორმა ყოფილი რესტორან „არაგვის“ მიმდებარე ტერიტორია, იქვე დასთანხმდა ამ ტერიტორიის „ვითიბი ბანკის“ სასარგებლოდ „სითი ცენტრის“ მიერ საბანკო სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებას. შედეგად, „სითი ცენტრის“ მიერ აღებული იქნა სესხი 2 მლნ დოლარზე მეტი მოცულობით. პარალელურად თბილისის მთავრობასთან ეროვნულმა ბანკმა აწარმოა ფაქტობრივად ასევე ფორმალური ურთიერთობა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღების მიზნით, რაზეც მიიღო უარი.
ფორმალური ეს ურთიერთობა იყო იმიტომ, რომ თავიდანვე კარგად იცოდა ეროვნულმა ბანკმა, რომ უარს მიიღებდა, რამდენადაც თბილისის განვითარების გენერალური გეგმა უკვე არსებობდა ამ დროისთვის და მისი მიხედვით ამ ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის მშენებლობის დაშვება წარმოუდგენელი ვარაუდი იყო.



ფაქტია, მთელი ამ ღწერილი პროცესის შედეგად, სარგებელი მიიღო მხოლოდ ერთმა სუბიექტმა - კომპანია „სითი ცენტრმა“, რომელიც ბიზნესმენ რომან ფიფიას სახელს უკავშირდება. ამ კომპანიამ მიიღო ეროვნული ბანკის პრაქტიკული ხელშეწყობით 2 მლნ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი კომერციული ბანკისგან.


ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის, ანუ, უმაღალესი ხარისხის სახელმწიფო ინსტიტუციის როლი და ფუნქცია, გამოყენებულ იქნა კერძო პირის/ბიზნესმენის/კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ. ეს ყველაფერი მეტყველებს და საქმის ფაქტობრივი და სამართლებრვი გარემოებების ერთობლიობაც ამბობს, რომ აქ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სავარაუდო კორუფციულ გარიგებას და ასევე ზეგავლენით ვაჭრობასაც“, - განმარტა არჩილ კაიკაციშვილმა.„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმესთან დაკავშირებული კვლევა საჯარო გახადეს. ის განთავსებულია ორგანიზაციის ვებგვერდზე და მისი გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.


„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მოუწოდეს საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს აღნიშნული საქმით. მათ ასევე მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, საკითხის უპრეცედენტობიდან და ქვეყნის ინსტიტუციების რეპუტაციული რისკის მასშტაბიდან გამომდინარე, მოეწყოს სპეციალური საპარლამენტო მოსმენა, სადაც ნათელი გახდება, რაში დასჭირდა ეროვნულ ბანკს მსგავს უპრეცედენტო ოპერაციაში მონაწილეობა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up