„ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება მოკლევადიან პერიოდში  პროდუქტის გაიაფებაზე არ აისახება“

„ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება მოკლევადიან პერიოდში პროდუქტის გაიაფებაზე არ აისახება“

access_time2019-12-13 11:50:57

მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.86 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის გამყარებას ბიზნესგარემოზე და შესაძლებელია თუ არა გადაიხედოს ფასები?

„ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილება საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.“-ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია საქკაბელის“ მმართველმა პარტნიორმა ედიშერ მამალაძემ განუცხადა.


როგორც მამალაძე განმარტავს,სჯობს სტაბილური ლარის კურსი შენარჩუნდეს,ვიდრე დღეს გამყარდეს ლარი და ხვალ ისევ აღმასვლა დაიწყოს. როგორც მამალაძე განმარატვს, კოპანიებს ასეთ დროს გაუჭირდებათ ფასებს გადახედონ.


“თითქმის ყოველი წლის ბოლოს ლარი მყარდება რამდენიმე პუნქტით და ახალი წლის შემდეგ ისევ უფასურდება. წელსაც ასეთი მოლოდინი მაქვს. ამ ქმედებით თითქოს ბალანსს ადგენენ, თუ კურსი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიახლოვებული იქნება. ჯობს სტაბილური კურსი შენარჩუნდეს, ვიდრე დღეს გამყარდეს ლარი და ხვალ ისევ აღმასვლა დაიწყოს. მიჭირს იმ ნიშნულის დასახელება, რომლის შემდეგაც ფასების გადახედვას დაიწყებენ კომპანიები, მათ შორის ჩვენც. თუმცა, დიდხანს თუ შენარჩუნდება დღევანდელი ნიშნული, რასაც ჩვენ დასტაბილურებას ვეძახით, რა თქმა უნდა გამოიწვევს ფასების შემცირებას.


დღეს რომ 2.85-ზე შეცვალონ პროდუქციის ფასები, ეს ნიშნული რამდენხანს იქნება შენარჩუნებული ან საერთოდ იქნება თუ არა არავინ იცის.  ახლა რომ ამ ნიშნულზე შევცვალოთ ფასები და ახალი წლის შემდეგ ისევ გაუფასურდეს ლარი, ისევ გაავძვიროთ პროდუქცია? ხომ წარმოგიდგენიათ ეს ეკონომიკას რას უზამს. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფასები მაღლაა წასული. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდისა და ფასების ზრდის შემდეგ სახელფასო პოლიტიკის შეცვლა ბიზნესსაც მოუწევს, რადგან ყველგან ფასებმა მოიმატა.- აღნიშნავს მამალაძე.



„დიოს“ გენერალური დირექტორი თამაზ დაუშვილი აცხადებს, რომ გაუფასურებული ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება მოკლევადიან პერიოდში პროდუქტის გაიაფებაზე არ აისახება. თამაზ დაუშვილის თქმით, ლარმა კონკრეტული ნიშნული დიდხანს უნდა შეინარჩუნოს, რათა ფასების კლებისკენ გადახედვა მოხდეს.


„ეკონომიკურ გარემოში რაიმე ფუნდამენტურ პოზიტიურ ცვლილებას ვერ ვხედავ. ეკონომიკურ გარემოსთან ერთად აღსანიშნავია, პოლიტიკურად არამდგრადი სიტუაციაც, რამაც უცხოური ინვესტიციების შემცირება გამოწვია, რომელიც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ბიზნესი ფრთხილად უყურებს ყველა ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც გეგმავს“-აცხადებს დაუშვილი. 


მისივე განმარტებით, პოზიტიურია კურსი რომ გამყარებას იწყებს, თუმცა, საინტერესოა რამდენ ხანს შენარჩუნდება ის ნიშნული, რომელიც დღესაა და არ დაიწყებს ისევ აღმასვლას. დაუშვილი შიშობს, რომ   დღევანდელი კურსი დროებითი ეფექტია და უცნობია, მისი გამომწვევი მიზეზი.


არ ვიცით, რამ გამოიწვია, ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ თუ სხვა ერთჯერადმა გარემოებამ. ჩემი აზრით ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს მასზე მოთხოვნის შემცირება, იმპორტის შემცირების გამო. დღეს კომპანიები თავს იკავებენ პროდუქციის შემოტანისგან, შესაბამისად მოთხოვნა შემცირდა უცხოურ ვალუტაზე. 2.7 ეს იქნება ის ნიშნული, რომლის შემდეგაც შეიძლება კომპანიებმა დაიწყონ ფასების გადახედვა. ჩვენ ახლაც დაკვირვების რეჟიმში ვართ, ლარის მეტად გამყარების შემთხვევაში, როგორ მოვახდინოთ ფასების ცვლილება. თუ 2.7-მდე დასტაბილურდება კურსი ჩვენი კომპანიაც შეცვლის ფასებს, რა თქმა უნდა კლების მიმართულებით“-აღნიშნავს დაუშვილი. 


მისივე განმარტებით, არასტაბილური ბიზნეს გარემო, ეკონომიკური ზრდის შემცირებას იწვევს. მთავრობის მიერ სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას დაასტაბილურებს. საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს ინვესტორების შემობრუნებას, რაც ასე მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევისთვის. „ამჟამად ეკონომიკური ზრდის ძირითადი სიმძიმე მოდის მთავრობის საბიუჯეტო დანახარჯებსა და ტურიზმზე, რაც არასაკმარისია, იმისთვის რომ მივიღოთ თუნდაც 8-9% ზრდა. დღეს არსებული 4-5% ეკონომიკური ზრდა არის ერთ ადგილზე დგომის ტოლფასი და ამ ტემპით საქართველო ვერასდროს ვერ მიაღწევს საშუალო ევროპული ქვეყნის განვითარების დონეს.’’-აცხადებს დაუშვილი.



ნათია ლომიძე






ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

2020 წლის 6 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა

2020 წლის 6 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა
access_time2020-08-11 10:00:21
2020 წლის 6 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ამ დროის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 376,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 89,5 მილიონი...


მსგავსი სიახლეები

up