„ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულების გაძვირება გამოიწვია“ - გივი სანიკიძე

„ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულების გაძვირება გამოიწვია“ - გივი სანიკიძე

access_time2020-11-28 11:00:04

რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი, გივი სანიკიძე სატარიფო რეგულირების პრობლემატიკასა და სიახლეებზე საუბრობს. მისი თქმით, მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიების მთავარი პრინციპი სამართლიანი ტარიფების დადგენის უზრუნველყოფაა. რაც გულისხმობს მომხმარებლების დაცულობას მონოპოლიური ფასებისგან და მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის აუცილებელი დანახარჯების მიღებას.


„ტარიფების დაანგარიშება ხდება იმ დანახარჯების განსაზღვრით,რომელიც განაპირობებს შემოსავლების ფორმულირებას. ტარიფები უზრუნველყოფს ისეთი დანახარჯების ანაზღაურებას, როგორიცაა საოპერაციო საქმიანი უზრუნველყოფისთვის საჭირო საბრუნავი კაპიტალის ოდენობა, ნორმატიული დანაკარგების ღირებულება და ელექტროენერგიის,როგორც პროდუქტის ღირებულება. მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგია განსაზღვრავს თითოეული კომპონენტისგან გაანგარიშების პრინციპებს. მოსაზრება,რომ ჩვენ გვაქვს ენგურჰესი და იგი იაფიანი ენერგეტიკის წყაროა, სწორ ინტერპრეტაციას არ წარმოადგენს. ზუსტად სატარიფო მეთოდოლოგია იძლევა იმის საშუალებას,რომ მომხმარებელმა ცალსახად დაინახოს,თუ რა პრინციპებით დგინდება ტარიფები,“- აღნიშნავს გივი სანიკიძე.


ის ამბობს,რომ ყველა ცვლილება,რომელიც სატარიფო რეგულირების კუთხით ხორციელდება ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას, რომელსაც ევროპელი პარტნიორები უზიარებენ საქართველოს.


„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ,რომ დავხვეწოთ იგი და მივცეთ კომპანიებს იმის შესაძლებლობა,რომ მაქსიმალურად ეფექტურად მართონ თავიანთი დანახარჯები. მომხმარებელი მიიიღებს საიმედო და ხარისხიან მომსახურებას და ეს ეფექტური საქმიანობა, რომელსაც უზრუნველყოფს იგი, შემდგომში დადებითად აისახება ტარიფებზზე.



მაქსიმალურად ვეცადეთ,რომ თვალნათელი ყოფილიყო დანახარჯების აუდიტის წესი,რომელიც იძლევა იმის საშუალებას,რომ ორივე მხარემ, მომხმარებელმაც და ინვესტორმაც იცოდეს, რის საფუძველზე ხდება ტარიფების დადგენა და რომელი დანახარჯები აისახება ტარიფებში. ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. პროცესი კი გაუმჯობესებას და დახვეწას ექვემდებარება. ვგეგმავთ ინოვაციური მეთოდების შემოტანას სატარიფო რეგულირებაში.


ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ინვესტიციების ასახვას ტარიფში. შევიმუშავეთ ინვესტიციების შეთანხმებისა და შეფასების წესი, სადაც გაიწერა ის რეგულაცბიები,რომელთა საშუალებითაც მოხდება საინვესტიციო პროექტების ასახვა ტარიფში,“- ამბობს გივი სანიკიძე.


მისი თქმით, უნივერსალური მიწოდება საჯარო მომსახურების სახეა, რომელიც მიეწოდება მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს და მას საქართველოს მთავრობა განსაზღვარავს შესაბამისი დადგენილებით.


„დღეს მოქმედი ლიცენზია გულისხმობს,როგორც ქსელურ საქმიანობას, ისე ელექტროენერგიის მიწოდებას რეგულირებული ფასით საბოლოო მომხმარებლისთვის. უნივერსალური მომწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვა-გაყიდვას უზრუნველყოფს მომხმარებელზე.ბაზრის ეტაპობრივი გახსნა გულისხმობს არამარტო იმას,რომ მომხმარებლები გადადიან ეტაპობრივ ბაზარზე, არამედ ელექტროენერგიის მწარმოებლებიც. ეს გადასვლა თავისუფალ ბაზარზე ხდება პერიოდულად. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საჯარო მომსახურების ვალდებულებას კონკრეტული მწარმოებლებისთვის და მათ უდგენს ტარიფს.


მიმდინარე პერიოდში წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის ფარგლებში ხდება ყველა იმ კომპონენტის და მაჩვენებლის ანალიზი,რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში ფაქტობრივი გარემოებებით დადგა. მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო ეროვნული ვალუტის გაუფასურების კუთხით, რამაც ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულების გაძვირება გამოიწვია, მათ შორის, სისტემის ოპერატორების დანადგარების გაძვირება.


როცა არ ხდება იაფიანი ჰიდრო რესურსების გამომუშავება იმ ოდენობით,რაც საჭიროა, შემოდის ძვირიანი ელექტროენერგია. 2020 წლის ყველაზე დიდი გამოწვევა არის პანდემია, რამაც კომერციულ სექტორში მოხმარების შემცირება გამოიწვია. ამ მოვლენით სისტემურმა ოპერატორებმა ვერ მიიღეს ის შემოსავალი,რაც დადგენილი იყო ტარიფებით. კომპანიებს კი დაუგროვდათ, ის ვერ მიღებული შემოსავალი,რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს შემდგომ ტარიფში და ამის ვალდებულებაა განსაზღვრული.
სატარიფო წარმოების პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალეა. საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს და იგი ხელმისწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის. ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს სატარიფო განაცხადები,წარმოადგინოს თავიანთი მოსაზრებები და მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად საჯარო განხილვებში,“
- ამბობს გივი სანიკიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up