„3,20-ზე ლარის კურსი ეროვნულმა ბანკმა საარჩევნოდ დაიჭირა, ახლა უკვე ინტერვენციის მოტივაცია აღარ აქვს“

„3,20-ზე ლარის კურსი ეროვნულმა ბანკმა საარჩევნოდ დაიჭირა, ახლა უკვე ინტერვენციის მოტივაცია აღარ აქვს“

access_time2020-11-06 11:30:57

ლარი რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4000 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყანაში არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო. ფინანსთა მინისტრმა ლარის გაუფასურება ოპოზიციის აქციებს დააბრალა. ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, შეუძლებელია, ლარის კურსზე არ აისახოს. რამ გამოიწვია და გაგრძელდება თუ ლარის კურის გაუფასურებას კომერსანტი ეკონომისტებსა და ფინანსისტებს ესაუბრა. გიგა ბედინეშვილი აცახდებს, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტკური-ეკონომიკური მდგომარეობის მთავარი მიზეზებია. ფინანსისტი ქვეყანაში თუ პროცესი დრამატულად არ შეიცვალა ოპტიმიზმის საფუძველს ვერ  ვხედას. მისი აზრით, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ეკონომიკის მართვას, მაშინ მოსახლეობა კარგს არაფერს უნდა ელოდოს. მისი თქმით ქვეყანაში მოხდება ისევ ის, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ხდებოდა - მცირე ეკონომიკური ზრდა, სუსტი ლარი და დაბალი ივესტიციები.

 

„ლარის გაუფასურება არჩევნებს უკავშირდება. ჩემი აზრით, ცესკოს შედეგები ბაზრისთვის გაწბილების წყაროა, თუ ცესკოს დავუჯერებთ და თუ იგივე ხელისუფლება დარჩა, რომელიც არჩევნებამდე იყო, მოსალოდნელია, რომ ეს ლარის კურსზე დადებითად არ აისახება. სავალუტო ბაზარს არჩევნებამდე იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა. ამას ემატება ის, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად პოლიტიკური კრიზისია და საბოლოოდ რა მოხდება ბუნდოვანია. ლარის გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ სავალუტო ბაზარს მიაჩნია, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის და ლარის გამაგრების ის მოტივაცია აღარ ექნება, რომელიც არჩევნებამდე ჰქონდა. რადგან ეროვნულ ბანკს ახასიათებს  ხოლმე არჩევნების წინ  დიდი  რეზერვების  ხარჯვა,  მართალია  შემდეგაც გააკეთა ინეტვენცია ეროვნულმა  ბანკმა, თუმცა ჩემი აზრით, რეზერვებიდან ფულს აღარ დახარჯავენ. მთავარი ამოცანა, რაც იყო არჩევნებამდე 3,20 კურსი შეენარჩუნებიათ ეროვნულმა ბანკმა „ქართულ ოცნებას“ შეუსრულა. იმედია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის კვანძი, გაიხსნება და არჩევნების, სამართლიან  შედეგს მივიღებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგს არაფერს ველოდები. თუ ვიღაცა, საექსპორტი ბიზნესშია იმას შეიძლება უხაროდეს კიდევაც  გაუფასურებული ლარი, მაგრამ ეს არის ქართული ეკონომიკის ძალიან მცირე  ნაწილია, ყველა დანარჩენს, ვისაც შემოსავალი აქვს ლარში,  ბიზნესი იქნება ეს თუ  ფიზიკური პირი, მათთვის ეს მდგომარეობა არის კატასტროფული, ჩამოკიდებულები არიან ამ სიტუაციაზე“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა. 

 

გიგა ბედინეიშვილის მსგავსად ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე. მისი თქმით დღეს საქართველოში არჩევნების გამო პრაქტიკულად კრიზისული ვითარება შექმნილი. ეკონომისტი აცხადებს, რომ ვალუტის კურსზე არჩევნების გაყალებების ფაქტორმაც მნიშნელოვან როლი ითამაშა. მდგომარების შესაცვლელად შეშელიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელი ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული მონეტარული პოლიტიკა გატარდეს.

 

„კრიზისული მდგომარეობა რომ გამოირიცხოს, ჩვენს რადილაკურად განსხვავებული მონეტარული პოლიტიკა გვჭირდება,, რომელიც მსგავსი ტიპის შემთხვევებში თავის თავს უკეთებს ნეიტრალიზებას და არა ადამიანების ჯიბეებს. თუ ლარი მაინც და მაინც უნდა გვქონდეს საქართველოში ბევრად უფრო გონივრული იქნებოდა ის იყოს მიბმული რომელიმე მნიშნელოვან უცხოურ ვალუტაზე, მაგალითად ევროზე ან დოლარზე რაც მოგვცემდა საშუალებას, რომ ვიყოთ უფრო გარანტირებული გრძელვადიან პირობებში. კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა თუ ლარი ოქროზე იქნებოდა მიბმული. დავინახავდით, რომ ყველა კრიზისულ შემთხვევაში ლარი იქნებოდა უფრო ძვირი და ადამიანებს მისცემდა უფრო მაღალ გარანტიებს. დღეს ნებისმიერი კრიზისის დროს ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომელთაც აქვთ დიდი რესურსები ამას იყენებს დანარჩენი ადამიანების ჯიბეებიდან ფულის გამოსაცარიელებლად, რაც მოდელუარად არასწორია. ისინი ფულს კი არ იპარავენ, უბრალოდ აკეთებენ იმას რაც მათი აზრით გონივრულია. ვფიქრობ, რომ ტექნიკურად შეუძლებლია საკითხი სხვანაირად გადაწყდეს. პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე არის იმ ადამიანების ვინც ამ შემოთავაზებას ეწინააღმდეგებიან, იქნება  ეროვნული ბანკი,  მთავრობა თუ ეკონომიკის ექპერტები“,  აცხადებს პაატა შეშელიძე.


 

კომერსანტის კითხვაზე როგორ აისახება ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია ეკნომიკაზე და ბიზნესზე პაატა შეშელიძე გვპასუხობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება კონკრეტული ადამიანიების, კონკრეტული გადაწყვეტილებებითაა განპირობებული, რომელებაც შეშელიძის განცხადებით ან თანამდებობები უნდა დატოვონ ან ეკონომიკური პოლიტიკა შეცვალონ. იგი აცხადებს, რომ ადამიანები კრიზისულ სიტუაციებში სისტემატურად იღებენ გადაწყეტილებას, რომლითაც მოსახლეობას და ქვეყანას ძარცვავენ.  

 

„ვალუტის გაუფასურება ეს არ არის ქარი და წვიმა, ეს არ მოდის თავისით, ეს ადამიანების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. კითხვის დასმა პროცესის გაგრძელების შესახებ ნიშნავს იმას, რომ გაგრძელდეს კონკრეტული ადამიანების მიერ მცდარი გადაწყვეტილებების მიღება, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები დღეს. სასურველია რომ ეს ადამიანები დღეს უკვე აღარ ვნახოთ თანამდებობეზე, თუმცა თავის თავს ხომ არ გაათავისუფლებენ. ისინი წლებია მცდარ გადაწყვეტილებებს იღებენ და რა თქმა უნდა თუ არ გადააყენე თანამდებობიდან არ გადადგებიან. პოლიტკოსებმა, მედიამ ყურადღება უნდა გაამახვილონ საკითხზე, მეტი ისაუბრონ, მორალური წნეხით კი დამოკიდებულებას შეიცვლიან.

როგორც კი კრიზისული სიტუაცია იქმნება მაშინ ჩნდება გამორჩენის საშუალება, კრიზისულ ვითარებაში ვიღაცა ხელს ითბობს, სისტემა ამას ხელს უწყობს იმიტომ რომ ვერ ხვდება, სხვა შემთხვევაში კი თვითონ ითბობს ხელს. მას სჭირდება, რომ ეს ფული არსებობდეს, რადგან დიდი დანახარჯები აქვს ჯანდაცვას. საწარმოები გაჩერებულია, რესტორნები გაჩერებულია ძალიან ბევრი მიმართულება პარალიზებულია, ხალხს ფული არ აქვს, შესაბამისად მთავრობას არ აქვს შემოსავლები მათი კი ფულის საბეჭდი მასალა სჭირდება და დღეს ეს ეროვნული ბანკია. ხელისუფლება ამას არ შეცვლის თუ მოთხოვნა არ იქნება. პერიოდულად ყოველთვის ისარგებლებენ ამ პრობლემებით სანამ ეს მოდელი იარსებებს“,  განაცხადა პაატა შეშელიძემ.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up