ეროვნული ვალუტის 2020 წელი - ერთ წელიწადში ლარი 14%-ით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის 2020 წელი - ერთ წელიწადში ლარი 14%-ით გაუფასურდა

access_time2020-12-31 12:00:01

2020 წელი ლარისთვისაც კატასტროფული აღმოჩნდა. თავის არსებობის 25 წლიანი ისტორიის მანძილზე კურსი დოლართან მიმართებაში პირველად 3.00-ს გადასცდა. 4.00 ნიშნული დაძლია ევროსთანაც. ეროვნული ბანკის 26-ჯერადმა $873 მლნ-ის ინტერვენციამ ვარდნის ტემპი მხოლოდ შეანელა.


წლის დასაწყისში 1 აშშ დოლარი 2.87 ლარი ღირდა. კურსი ნელა, მაგრამ სტაბილურად მყარდებოდა და 9 მარტს დოლარის ფასი 2.77-მდე იყო შემცირებული, რაც 26 თებერვლის ღირებულებასთან შედარებით, დღე როდესაც საქართველოში კოვიდით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 თეთრით ნაკლებს შეადგენდა. სწრაფი ვარდნა ჯერ კიდევ კოვიდის პანდემიად გამოცხადებამდე 10 მარტს დაიწყო. 17 მარტს კურსმა 3.01-ს მიაღწია, 10 დღის შემდეგ 27 მარტს 3.48-ს. ასეთ ძალიან სწრაფ გაუფასურებაში თავის წილი პანიკასაც ეკავა, რასაც ასევე სწრაფი გამყარება მოჰყვა. ძველი კურსი აღარ დაბრუნებულა, მაგრამ პიკიდან 1 კვირის შემდეგ დოლარის ფასი 32 თეთრით 3.16 ლარამდე იყო შემცირებული.


ივნისში კურსი ისევ ჩამოსცდა 3.00-სა და 2.96-მდე გამყარდა, თუმცა ასეთი გამყარება მხოლოდ 5 დღიანი აღმოჩნდა.


შემოდგომიდან საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად დოლარის კურსიც გაიზარდა. 1-ელ სექტემბერს 1 აშშ დოლარი 3.07 ლარი ღირდა, 28 სექტემბერს 3.28 ლარი, 6 ნოემბერს კი უკვე ₾3.40.


მთავარი უცხოური ვალუტა საქართველოში დოლარია, რომლის მიმართაც ლარი წლის განმავლობაში 14%-ით გაუფასურდა. თუმცა დოლარი ერთადერთი გამონაკლისი არ ყოფილა, ევრო კიდევ უფრო მეტით 25%-ით გაძვირდა, ხოლო ბრიტანული ფუნტი 17%-ით. ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს 43 ვალუტასთან ადგენს, ამ 43-დან 36-ის მიმართ იაპონურ იენთან, კორეულ ვონთან, ჩინურ იუანთან, ინდურ რუპიასთან, უზბეკურ სუმთან, სომხურ დრამთან, აზერბაიჯანულ მანათთან... ლარი გაუფასურდა. გმაყარებით კი მხოლოდ 7 ვალუტის მიმართ: თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან, ბეალრუსულ რუბლთან, უკრაინულ გრივნასთან, ყირგიზულ სომთან, ტაჯიკურ სომონთან და ბრაზილიურ რიალთან გამყარდა.

რამ გამოიწვია ლარის ასეთი გაუფასურება, როდესაც პანდემია მთელ მსოფლიოშია და არა მხოლოდ საქართველოში? ევროზონაში ეკონომიკური ვარდნა აჭარბებს კიდეც საქართველოს მაჩვენებელს.



საქართველოს არც დოლარის და არც რომელიმე სხვა უცხოური ვალუტის ბეჭვდა შეუძლია. შემოდინებები კი მკვეთრად შემცირდა, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით სადაც დანაკლისმა $3 მლრდ-ს მიაღწია. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 5.35-ჯერ, ხოლო ტურისტების რაოდენობა 7.06-ჯერ შემცირდა და 2000-იანი წლების მაჩვენებელს დაუბრუნდა.


საგარეო ვაჭრობის კუთხით მდგომარეობა შედარებით უკეთესადაა, მეტიც თუ იმპორტის უფრო მეტად შემცირების ხარჯზე, თუ შარშან 11 თვეში უარყოფითი სავაჭრო სალდო $5.141 მლრდ-ს შეადგენდა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ის $4.170 მლრდმდე ანუ თითქმის $1 მლრდ-ით შემცირდა. სხვა საქმეა, რომ იმპორტის კლება მისი ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებამ კი არა ნავტობზე ფასების ვარდნამ, რეექსპორტზე მოთხოვნის შემცირებამ და ადგილობრივ ბაზარზე მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებამ გამოიწვია.


10 წლიან მინიმუმზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც. თუ შარშან სამ ჯვარტალში ინვესტიციების მოცულობამ $946 მლნ შეადგინა, წელს ის $719 მლნ-მდე შემცირდა. ფულად გზავნილებში $125 მლნ-იანი ზრდა ფიქსირდება, თუმცა მასში დიდი წვლილი იმ ფაქტს მიუძღვის, რომ საკომისიოს დაზოგვის მიზნით ემიგრანტები ფულს ხელზე ახლობლებს ვეღარ ატანენ.


დასასრულს შეიძლება ისიც ითქვას, რომ პანდემია კურსთან მიმართებაში ერთგვარ თავის სამართლებელ საშუალებადაც იქცა, რადგან ბოლო 8 წლის განმავლობაში ლარი პრაქტიკულად ყოველწლიურად უფასურდებოდა და ყოველი წლის 31 დეკემბრის კურსი, 2017-ის გამოკლებით წინა წლისაზე მაღალი იყო.

ექსპერტთა ნაწილი ლარის კურსის შემდგომ გამყარებაში, ან თუნდაც დასტაბილურებაში გადამწყვეტ როლს ეროვნულ ბანკს ანიჭებს, თუმცა არსებობს სხვა ალტერნატიული მისაზრებებიც რაც ფიქსირებულ კურსს, მულტისავალუტო სისტემას ან სულაც ოქროს სტანდარტზე დაბრუნებას გულისხმობს.


2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 3.3 კურსზეა გათვლილი, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტსიც კურსი 2.97-ით იყო განსაზღვრული.

 

გიორგი ელიზბარაშვილი

 

 

 

 


თეგები:
ლარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up