ეროვნული უსაფრთხოება ეკონომიკური დიპლომატიის საკითხია - ვიქტორ ყიფიანი

ეროვნული უსაფრთხოება ეკონომიკური დიპლომატიის საკითხია - ვიქტორ ყიფიანი

access_time2022-10-12 15:00:40

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი” გიორგი აბაშიშვილთან ერთად ეკონომიკური დიპლომატიის ერთ-ერთ საკვანძო საკითხზე ეროვნულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.


მისი თქმით, ეკონომიკური დიპლომატია არის საკითხი, რომელიც იწყება ეკონომიკით, მაგრამ გადადის სხვა სფეროებშიც.


„ერთ-ერთი ასეთი საკვანძო სფერო არის ეროვნული უსაფრთხოება. რატომ უსაფრთხოება? როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ ეკონომიკური ნაციონალიზაციის ხანაში, რომელშიც დაუფარავად შეაბიჯა ბევრმა ქვეყანამ და არ ერიდებათ ამის ღიად დეკლარირება, ამ შემთხვევაში ის თუ როგორ უნდა მოახდინოს ჩვენმა ქვეყანამ, ნავიგაცია და სწორი სვლა ასეთი ქარტეხილების ფონზე, რაც ბოლო ხანებში ნეგატიური დიპლომატიის ნიშნებით ხასიათდება, როგორ გააკეთოს ისე, რომ თავისი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული დარჩეს, მაგრამ ამავე დროს საკუთარ ეროვნულ ეკონომიკურ, კარგი გაგებით ეგოისტურ ინტერესს, არ უღალატოს, ეს არის ნეგატიური დიპლომატიის მდგენელი და ყველაფერთან ერთად ეკონომიკური დიპლომატიის საკითხი.



გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაზე, ესეც უსაფრთხოების საკითხია. მაშინ როდესაც ქვეყანა დამოკიდებული არის ერთ, ორ ან რამდენიმე სავაჭრო პარტნიორზე, ბუნებრივია დღეს როდესაც ვაჭრობა გახდა საკუთარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესების გატარების საშუალება, ის იარაღად იქცა. დივერსიფიცირება მათ განელებას ემსახურება. ასევე მდიდარი მოსახლეობა ანუ ინვესტიციების შემოტანა და რაც შეიძლება მეტი შემოსავლიანი ადამიანის გაჩენა ქვეყანაში და ამ მოწყვლადობის, სიღარიბის შემცირება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების მედეგობა იზრდება და ესეც უსაფრთხოების საკითხი არის. ასე რომ ეს ყველაფერი ერთად აღებული იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ისეთი სახის ეკონომიკური დიპლომატია არის, რომელიც პირველ რიგში ქვეყნის უსაფრთხოებას, მის სტაბილურობას და საგარეო ასპარეზზე პოზიციონირებას უკავშირდება.


იმ ახალ რეალობაში რაშიც ჩვენ ვართ მოქცეული და მსოფლიო ეკონომიკური ლანდშაფტი იცვლება, მთხოვნელთა რიგი ახალ ინვესტიციებზე და ფულად შემოდინებებზე დაუნდობელი ხდება, ალბათ ამ თვალსაზრისით იმის ფუფუნება რომ იყოლიო წარმომადგენლობა და მან ვერ დადოს მატერიალური შედეგი, ეს ამ ვითარებაში უპატიებელი არის“, — აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up