ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტებით მდგრადი სარგებლობის და ღირებულებათა ჯაჭვის საკითხებზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტებით მდგრადი სარგებლობის და ღირებულებათა ჯაჭვის საკითხებზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

access_time2022-12-07 16:40:53

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტებით მდგრადი სარგებლობის და ღირებულებათა ჯაჭვის საკითხებზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე ესწრებოდა.


„ჩვენ მასშტაბური სატყეო რეფორმის პროცესში ვართ, რომელიც გულისხმობს ტყეებისა და მათი რესურსების კომპლექსურ გამოყენებას, მათ შორის, არამერქნული რესურსების მოპოვებისა და რეალიზაციის განვითარებას, რისთვისაც აუცილებელია წინასწარი შეფასებების გაკეთება და გარკვეული მიზნების დასახვა. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სატყეო სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს არამერქნული რესურსების მოპოვებისა და რეალიზაციის საკითხებზე. ჩვენი სამინისტრო მზად არის, შესაძლებლობების ფარგლებში, მხარი დაუჭიროს ასოციაციებს, ბიზნესსექტორს და ყველას, ვინც დაინტერესებულია არამერქნული რესურსების მდგრადი სარგებლობით“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ.


შეხვედრაზე ტყის მართვაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები პროექტის „ECO.Georgia” ფარგლებში ჩატარებულ კვლევებზე, რომლებიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით განხორციელდა; ასევე, საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების მოპოვებისა და რეალიზაციის შეფასების კვლევა, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში, კლიმატის საერთაშორისო ინიციატივასთან (IKI) თანამშრომლობით და გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის (BMUV) ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა.



საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის „მცენარეები განვითარების მხარდაჭერა’’ განხორციელებულ აქტივობებზე და მიღებულ შედეგებზე. შეხვედრის მონაწილეები გლობალური ინიციატივის „ბიოფინი“ ფარგლებში ჩატარებული ტყის ზოგიერთი არამერქნული რესურსის აღრიცხვა-შეფასების მეთოდოლოგიის და კვლევის შედეგებს გაეცნენ.
სამუშაო შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...


მსგავსი სიახლეები

up