„ეროვნული ბანკისგან მეტი ლიდერობა გვინდა და არა აკადემიური მიდგომა“- ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

„ეროვნული ბანკისგან მეტი ლიდერობა გვინდა და არა აკადემიური მიდგომა“- ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

access_time2020-03-30 13:10:05

 „ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მაკროეკონომიკის სტაბილურობის  ძირითადი კომპონენტის,  ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის, რათა ინფლაცია მაღალ ნიშნულზე არ შენარჩუნდეს“, - ასე აფასებს „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ლარის  ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირებულ ანტი-რეკორდს. მისი თქმით, დღევანდელი კურსი აბსოლუტურად სპეკულირებულია და ეკონომიკის მდგომარეობას რეალურად არ ასახავს. სწორედ ამიტომ, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ეროვნული ბანკისგან ქმედით ნაბიჯის გადადგმას ელოდება.

 

„ჩვენთან ტრადიციულად ეროვნული ვალუტის გაუფასურება იწვევს ინფლაციას იმიტომ, რომ უფრო მეტად იმპორტირებულ პროდუქციაზე ვართ დამოკიდებული. ამავე დროს დოლართან მიმართებაში გაუფასურდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიც, მაგრამ იმ პროცენტით არა როგორც ლარი.  დღევანდელი კურსი ღრმად მწამს, რომ აბსოლუტურად არის სპეკულირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვინდა მეტი ლიდერობა ეროვნული ბანკისგან და არა აკადემიური მიდგომა, როგორც ზოგადად, დაწყნარებულ სიტუაციაში უნდა იქცეოდეს ეროვნული ბანკი. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკისგან მე ველოდები არა ინტერვენციებს არამედ მეტ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, ბიზნესთან და ბანკებთან. რეალურად ვიცით, რომ დოლარს მსხვილი კომპანიები და ბანკები ყიდულობენ, რომელიც რეზერვებს იქმნიან. ეს არ არის მოსახლეობა, რომელიც პანიკის ფონზე მიდი და რაღაცას ყიდულობს. ეს გვაქვს გასარკვევი და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

 

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი განმარტავს რომ „ნატახტარის“ პროდუქციაზე ამ ეტაპზე ფასი არ გაიზრდება, რადგან მისი თქმით, პროდუქტის დღევანდელ ფასს ძველი მარაგები განსაზღვრას. „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის განმარტებით, თუ ეს, აბსოლუტურად უაზრო ვალუტის კურსი შენარჩუნდა, კომპანია იძულებული იქნება ფასს გადახედოს, თუმცა იმედოვნებს,  რომ ამის საჭიროება არ იქნება და ეროვნული ვალუტა უახლოეს მომავლში დასტაბილურდება.

 


ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „კომერსანტთან“ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც საუბრობს. „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი აცხადებს, რომ ბიზნესის თხოვნა და მოთხოვნაა სტიმულირების პაკეტი დაიდოს მთელი ეკონომიკისთვის და არა მარტო ცალკეული ინდუსტრიებისთის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ბიზნესმა ასევე იცოდეს სტიმულირების პაკეტში სახელმწიფოს შესაძლებლობები:

 

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან პოზიტიური იყო ბანკების მიერ სესხები სამი თვით გადავადება, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ხელისუფლებასა და ბანკებს შორის კარგი დიალოგის შედეგი. გადაწყვეტილება შვებას აძლევს მოსახლეობას, მცირე და საშუალო კომპანიებს და მათ შორის მსხვილ კომპანიებსაც. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია სამი თვის გასვლის შემდეგ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ანუ ლიკვიდურობა იყოს გარანტირებული ყველასთვის. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო დღესვე უნდა მუშაობდეს თუ როგორ უნდა მოახდინონ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ეს ფინანსები შეიძლება გარანტირებული იყოს სახელმწიფო გარანტიით, ანუ ეს სახელმწიფოს მხარდაჭერილი სესხები იქნება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კომპანიას ფინანსზებზე წვდომა არ ექნება. აქედან გამომდინარე შეღავათები არა მარტო ტურისტული ინდუსტრიაზე უნდა გავრცელდეს, არამედ ყველა სექტორს უნდა შეეხოს“,- განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

 

 

ბაჩო ადმია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up