ეროვნული ბანკის საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება, ცვლილება „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკში ემატება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც მსგავსად დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტებისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო დაავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ეროვნულ ბანკის ვიცე-პრეზიდენტებია არიან: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. სებ-ის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს კი პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ეწურება.