ეროვნული ბანკის რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა

ეროვნული ბანკის რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა

access_time2021-06-11 14:00:28

ეროვნული ბაკის ოფიციალურმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით $4.154 მლრდ-ს მიაღწია, რაც აბსოლუტური რეკორდია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით - $560 მლნ-ით აღემატება.


რეზერვების 95% უცხოურ ვალუტაში ფასიანი ქაღალდების, დეპოზიტებისა და ნაღდი ფულის სახითაა წარმოდგენილი, 5%-ს კი სესხის სპეციალური უფლებები შეადგენს. რეზერვებში ოქროს გრაფა 1995 წლიდან მოყოლებული ცარიელია.


2020 წელს სებმა 26-ჯერადი ინტერვენციით $873 მლნ გაყიდა, ამის მიუხედავად რეზერვების მოცულობა $405 მლნ-ით გაიზარდა. რისი მიზეზიც ნასესხები თანხების ეროვნულ ბანკში განთავსება გახდა.



ეროვნული ბანკის რეზერვებს დროის გრძელვადიან მონაკვეთში ზრდის ტენდენცია გააჩნია, თუმცა იყო გარკვეული ჩავარდნებიც. 1995 წლის ოქტომბერში, როდესაც ლარი მიმოქცევაში გაეშვა, რეზერვების მოცულობა $171 მლნ-ს შედგენდა, 1997 წლის ნოემბერში $200 მლნ-ს გადააჭარბა, მაგრამ 1998 წლის ნოემბერში $100 მლნ-ს ჩამოსცდა. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.00-იან ნიშნულს პირველად სწორედ ამ პერიოდში გადასცდა, როდესაც მსოფლიო გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა.


რეზერვების შესამჩნევი ზრდა 2006 წლიდან დაიწყო, თუ 2006 წლის აპრილში ის $480 მლნ-ს უდრიდა, წლის ბოლოს $931 მლნ-ს მიაღწია, 2007 წლის ოქტომბერში კი $1.51 მლრდ-ს. რუსეთ-საქართველოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე რეზერვები ისევ შემცირდა, მაგრამ არა დრამატულად, პოსტკრიზისულ პერიოდში ზრდის დინამიკა აღდგა.


სების რეზერვებმა $1 მლრდ-ს პირველად 2007 წლის მარტში, $2 მლრდ-ს 2009 წლის სექტემბერში, $3 მლრდ-ს 2013 წლის ივლისში და $4 მლრდ-ს 2021 წლის იანვარში გადააჭარბა.


მეზობელი სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტი $605 მლრდ-ის რეზერვი რუსეთს აქვს, $91 მლრდ-ით თურქეთი მეორე ადგილზეა. აზერბაიჯანი $7.5 მლრდ-ს ფლობს, სომხეთი - $2.9 მლრდ-ს. $3.2 ტრლნ-ით უცვლელ პირველ ადგილს მსოფლიოში ჩინეთი იკავებს.  




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up