„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

access_time2020-02-23 17:00:10


„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, ს ისაუბრა.


მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დიდ საფინანსო ინსიტიტუტებთან შედარებით უფრო მოქნილები არიან, აქვთ უშუალო კონტაქტი მომხმარებელთან, რაც მათ გარკვეულ კომფორტს აძლევს.


„ბევრი ექსპერტი გამოდის და ამბობს,რომ ეროვნულმა ბანკმა რეგულაციების შესახებ არ გაგვაფრთხილა, თუმცა, მათზე ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ბაზარი იყო ძალიან არარეგულირებადი. ნებისმიერ ორგანიზაციას შეეძლო მინიმალური კაპიტალის გარეშე დაეარსებინა  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და მოეზიდა თანხები. ამან შეარყია მოსახლეობის ნდობა. ეროვნული ბანკის ქმედებები იყო ეფექტური და მნიშვნელოვანი. რომ არა ეს რეგულაციები, მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას მივიღებდით და გვექნებოდა სისტემური კოლაფსი. რეგულაციების შედეგად, სიტუაცია გამოსწორდა, პირველ რიგში, ჩამოიწერა უზარმაზარი რაოდენობის სესხი. ხალხს მიეცა იმის საშუალება, რომ დაბრუნებულიყვნენ თეთრ ეკონომიკაში.“- აღნიშნავს ლაშა ნიკოლაიშვილი.


მან გადაცემაში, 2008 წელს სესხების გაცემის ლიმიტთან დაკავშირებულ  საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა.



„სახელმწიფომ მოხსნა სესხების გაცემის ლიმიტი. ეს იყო ქვეყნის წინაშე უდიდესი დანაშაული. ყველას შეეძლო ნებისმიერ პროცენტში გაეცა სესხი და ათასი ლარი შეიძლება წლის ბოლოს 20 ათასი და მეტი გამხდარიყო. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ ქვეყანაში ისეთი ჯგუფების შემოსვლა გამოიწვია,რომლებმაც დაგვაქციეს, გაგვქურდეს. ახლა ეს ჯგუფები მიდიან და ნაკლებად რეგულირებად ქვეყნებში გადადიან,“-ამბობს ლაშა ნიკოლაიშვილი.


მისი თქმით, რეგულაციების მიღებით ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ მოახერხა და დაიცვა მოსახლეობა. მოსახლეობაშიც გაიზარდა ნდობა ინდუსტრიის მიმართ.


„დაიხვეწა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი, ამის მიზეზი, პირველ რიგში, ისაა,რომ შეიზღუდა მაქსიმალური პროცენტების რაოდენობა, შემცირდა ჯარიმები და ბიზნესი გახდა პასუხისმგებლიანი. ეს ორგანიზაციები შედიან იმ რეგიონებში,სადაც ბანკების პენეტრაცია გაცილებით უფრო ნაკლებია, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო-აგრო სესხები, მოსახლეობის დაფინანსება, მცირე სესხები.


ჩვენი დაფინანსების სტრუქტურა სამი კომპონენტისგან შედგება, პირველი ეს არის პირადი კაპიტალი, მეორე თამასუქები - ეს პროექტი პირველად 2008 წლისთვის განხორციელდა, თუმცა, მაშინ ომის გამო, ყველა თამასუქი განაღდებული იქნა. დაფინანსების მესამე წყარო გახლავთ კომერციული ბანკებიდან აქტივების მეშვეობით მიღებული სესხები. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც,რომ ეს ყოველივე არის ლარში, ვინაიდან, სესხების გაცემა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, მხოლოდ ლარებში შეიძლება,“-აღნიშნავს ლაშა ნიკოლაიშვილი.


მან გადაცემაში აღნიშნა,რომ კომპანია „რიკო ექსპრესი“ რეგულაციებამდეც იპოთეკურ სესხებს შემოსავლების დადასტურების გარეშე არ გასცემდა.


„ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ რიკოს სტანდარტებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სესხს  გავცემთ იმ პროცენტში,რაშიც ვამბობთ და არ ხდება პროცენტის მომატება არასდროს. იპოთეკური სესხები,როგორც ძველად, ახლაც შემოსავლებზეა დაფუძნებული, ჩვენ დიდი ცვლილება არ განგვიცდია. რაც შეეხება, სალომბარდო პროექტს, გვაქვს მოქნილი სისტემა, ნებისმიერ ფილიალში შეუძლია მომხმარებელს დააგირავოს ოქრო.ვთავაზობთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებიდან გამომდინარე სამთვიან უჯარიმო სესხებს,“- ამბობს ლაშა ნიკოლაიშვილი.

 

მოამზადა ნათია კეკენაძემ 




Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანიტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანიტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...


მსგავსი სიახლეები

up