ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქართული ბანკების დაკრედიტების პოლიტიკას  „მტაცებლურს“ უწოდებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქართული ბანკების დაკრედიტების პოლიტიკას „მტაცებლურს“ უწოდებს

access_time2019-04-11 09:00:57

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელიც საბანკო სფეროს მთავარი მარეგულირებელია, 5 აპრილს, პარლამენტში სესიაზე გამოსვლისას ღიად დაადასტურა ის, რასაც წლების განმავლობაში „კომერსანტი“  და ძალიან ბევრი მედიასაშუალება ღიად აცხადებდა. საუბარია იმაზე, რომ  ქართული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა იყო და არის  „მტაცებლური“.


მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბანკები მსოფლიო ათეულში არიან მომგებიანობის მარშით, მათი მხრიდან ეკონომიკის სექტორის რეალური  დაკრედიტება არ ხდება. „კომერსანტი“ არაერთხელ წერდა იმაზე, რომ სახეზე გვაქვს ბანკების მხრიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდა, რომელიც ეკონომიკაში სარგებელს არ ქმნის.


შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბანკების მოგება იზრდება მოსახლეობის, ფიზიკური პირების ხარჯზე, ასევე არასაპროცენტო შემოსავლებით, ხოლო ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკის მთავარ პრობლემას ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმიუწვდომლობას ასახელებს.


როდესაც ქვეყანაში საფინანსო სექტორის 90% ბანკებზე მოდის, მეწარმეებს ფინანსების მოძიების ერთადერთი საშუალება აქვთ  აიღონ კრედიტები კომერციული ბანკებიდან. რასაც ან ვერ აკეთებენ, ან კიდევ ისეთი პირობებით უწევთ სესხების აღება, რომ ეს მათ ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომ, ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ბანკები ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი, ვიდრე მეწარმეების, რადგან მოსახლეობისგან შემოსავლები პროცენტულად უფრო მაღალია. 2018 წლის მაჩვენებლებით, ბანკების საპროცენტო შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავლებია.

 

ანუ, იმაზე საუბარი, რომ საბანკო სფერო ეკონომიკის  ლოკომოტივი უნდა იყოს და მან ქვეყნის რეალური სექტორის დაფინანსებით სტიმული უნდა მისცეს ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს საბანკო სფეროს პირობებში არ მუშაობს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიზნესსესხებში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის სფეროს დაფინანსებაზე მოდის. შედეგად დღეს საბანკო სექტორი დგას არა ეკონომიკის განვითარების არამედ მოსახლეობის ჭარბვალიანობის დამძიმების სამსახურში.


პრობლემას ქმნის ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობაც, რომელზეც „კომერსანტი“ არაერთხელ წერდა.


 ბანკების არაპროფილური საქმიანობა - ეს გამოწვევ, რომელიც წლების განმავლობაში, მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ფლობის საკითხი ჯერ 4 წლის წინ და შემდეგ რამდენიმე თვის წინ იმდენად უხეიროდ „დარეგულირდა, რომ ბაზარზე პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვითომ შეზღუდვა დაუწესა კომერციულ ბანკებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ რეალურად ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, პრობლემას სიმწვავე არ მოჰკლებია.



როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება 2014 წლის აგვისტოში მიიღო. მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე

მიეცათ. „კომერციული ბანკის რეგულირების შესახებ კანონი“ მიიღეს 2017 წლის ბოლოსაც, სადაც ასევე ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა აეკრძალათ. ეს საკითხი მხოლოდ ფორმალურად მოგვარდა. ვერ დავასახელებთ ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანას, სადაც საბანკო ჯგუფს ასე თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ სფეროში ბიზნესის დაწყება. ამ თემაზე საუბრობს ყველა, ვისაც არ ეზარება, მაგრამ რეალური შედეგები არ ჩანს.


ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობაში ერთი შეხედვით პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც კომპანია ფლობს  თავისივე  კლიენტების კონკურენტ კომპანიას, რომელსაც გარანტირებული აქვს მატერიალური, ინტელექტუალური და ინსაიდერული უპირატესობა, ეს პრობლემაა. 


თუ ერთი ეკონომიკური აგენტის ქმედება ზღუდავს კონკურენციას, უთანაბროს ხდის შესაძლებლობებს, ჩვენ მივიღებთ ძალიან მაღალი კონცენტრაციის ეკონომიკას კონკრეტული ფინანსური ჯგუფების ირგვლივ, რაც უაღრესად საშიშია ჩვენი ქვეყნის ისედაც მყიფე ეკონომიკისთვის.


„კომერსანტთან“ არაერთი ექსპერტი წლების განმავლობაში ღიად საუბრობდა იმას, რომ ეს პროცესი ანადგურებს ეკონომიკას, ვინაიდან ბაზარი კონკურენტული არ არის. კლასიკური გაგებით, კომერციულმა ბანკმა უნდა გასცეს სესხი და მორჩა. განვითარებულ ქვეყნებში ბანკებს სხვა კომპანიებში წილობრივი მონაწილეობის უფლება შეზღუდული აქვთ. საქართველოში კი  ეს შეზღუდვა კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით 2007-08 წლებში მიღებული კანონებით გაუქმდა. შესაბამისად, ბანკებს მიეცათ უფლება, რომ არასაბანკო სფეროში შესულიყვნენ.


როდესაც მსხვილი ბიზნესმენი ბანკში ფულის სასესხებლად მიდის, მას სესხის უზრუნველსაყოფად, ფაქტობრივად, მთელს ქონებას აგირავებინებენ. ეს პროცესი კი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას ართულებს. არაერთი სპეციალისტი აცხადებდა და დღემდე აცხადებს, რომ კომერციულმა ბანკებმა მთელი ბიზნესი გირაოში მოაქციეს, ხოლო ეროვნული ბანკი მათი დაქირავებული აგენტია.


საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გაუუარესდა სიღარიბის ზღვარიც, რასაც ექსპერტები ბანკებს და აქედან დამდგარ ჭარბვალიანობას დაუკავშირებდნენ. ეს დაადასტურა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის 24 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში. „ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა… ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის,“ - განაცხადა მაშინ ივანიშვილმა.


როგორც ცნობილია, კომერციული ბანკების წმინდა მოგება წლების განმავლობაში რეკორდულად იზრდებოდა. 2018 წელს ბანკებმა 914,7 მლნ ლარის მოგება მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 54,9 მლნ ლარით მეტია, გარდა ამისა, 2018 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,082 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 21,483 მილიონი ლარი შეადგინა.2017 წელს ბანკებმა 869 798 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, 2016 წელს - 631 815 000 ლარის, 2015 წელს - 537 394 000 ლარის, 2014 წელი კი 474 808 000 ლარის მოგებით დაასრულეს.


საგულისხმოა, რომ 2019 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 55,743 მლნ ლარი შეადგინა, რაც 34,272 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ექსპერტებმა ეს შემცირება ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებული რეგულაციით ახსნეს, თუმცა, ბანკების მოგება მაინც შთამბეჭდავია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის თებერვალში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 90,015 მლნ ლარი იყო. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, ბანკების შემოსავლებმა 324,452 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 261,442 მილიონი ლარი შეადგინა.


გარდა ამისა, 2019 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 4,694 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 17,582 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 26,226 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.


„კომერსანტი“

 





მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ

მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ
access_time2019-11-19 14:10:33
„უნდა შევჯერდეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გასაწევ სერვისებზე კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო რეგულაციებს გარკვეული მიზნებით იღებს, ხშირ შემთხვევაში, ეს არის მომხმარებლებისა და მოქალაქეების უფლებების...

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა
access_time2019-11-19 14:20:50
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს.დღევანდელი მონაცემებით, TBC ბანკის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარია, საქართველოს ბანკში კი ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 3,0020 ლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2.9736 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინ 0.13 თეთრით...

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა
access_time2019-11-19 13:24:14
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან,...

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი პრემიერს ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“
access_time2019-11-19 12:54:38
ბიზნესმენი და  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ინიციატივით გამოდის და  აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც  შერჩეული კანდიდატის  აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცება მოხდება. „ბიზნესომბუდსმენი არ უნდა იყოს პრემიერის დანიშნული, ან შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია კანდრიდატურები ბიზნესასოციაციებმა მიაწოდონ. იმედი მაქვს, რომ ახალი კადრი იქნება ბიზნესისა და სამართლიანობის დამცავი....

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!
access_time2019-11-18 21:35:20
1 ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე ბრენდი კერხერის წარმომადგენლობა საქართველოში ეროვნული კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტს  VC3 _ს 349 ლარად 485 ლარის ნაცვლად 2 წლიანი გარანტიით. ეს მოდელი გამოირჩევა მისი განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით:  იგი არის ენერგო ეფექტური, რადგან მოიხმარს მხოლოდ 700 ვატს, რაც სრულიად შეესაბამება ევროპის სავალდებულო სტანდარტებს და აქვს საკმაოდ მძლავრი შესრუტვა, რომლითაც მარტივად...


მსგავსი სიახლეები

up