ეროვნული ბანკის პოლიტიკა ინფლაციასთან მიმართებაში  არაადეკვატურია

ეროვნული ბანკის პოლიტიკა ინფლაციასთან მიმართებაში არაადეკვატურია

access_time2020-05-11 14:00:37

„2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. წლიურმა ინფლაციამ იანვარსა და თებერვალში 6.4 პროცენტი შეადგინა. თუმცა, შემდგომ, „კოვიდ-19“-ის გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზეც იმოქმედა. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ნავარაუდევი იყო, თუმცა, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.


ეროვნული ბანკის პოლიტიკას ინფლაციასთან მიმართებაში არაადეკვატურს უწოდებს საბანკო ექსპერტი დავით კიკვიძე და „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა ვერ იქნება შესაძლებელი, სანამ სებ-ს ვალუტის გაცვლითი კურსის კონკრეტული პოლიტიკა ჩამოყალიბებული არ ექნება.


„ეროვნული ბანკის პოლიტიკა ინფლაციასთან მიმართებაში ძალიან არაადეკვატურ ფორმას დაემსგავსა და მიზნობრივი მაჩვენებელი საერთოდ სად გვაქვს ვერ წარმომიდგენია. ბოლო 3 წელია სებ-ი აცხადებს რომ 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი უნდა გვქონდეს, მაგრამ 6-7%-ზე ნაკლები არ გვქონია. თუ ერთ წელს ეროვნული ბანკი ვერ ახერხებს მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას და 6-7% გვაქვს, გამოდის, რომ მომდევნო წლის ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს 3 წლის წინ იყო დაგეგმილი. სებ-ი ინფლაციის მაჩვენებელს დაახლოებით 3 წლიან პერიოდზე გეგმავს და ცდილობს ამ პერიოდის შენარჩუნებას, თუმცა, ვერცერთ წელს ვერ ინარჩუნებს და სერიოზული გარღვევა აქვს, ყოველთვის ძველ შეცდომებს იმეორებს. ვერანაირი მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა ვერ იქნება შესაძლებელი, სანამ სებ-ს ვალუტის გაცვლითი კურსის კონკრეტული პოლიტიკა ჩამოყალიბებული არ ექნება. აქ საუბარი არ არის, რომ მცურავი კურსი შევცვალოთ, არამედ, იმას ვგულისხმობ, რომ კონკრეტული კურსის სტაბილურობა სხვადასხვა ღონისძიებების საფუძველზე შევინარჩუნოთ, რასაც სებ-ი არ აკეთებს. ეროვნული ბანკის კონკრეტული მიზანი არის ინფლაცია, როგორც კი გადაცდენას დაინახავს მაშინვე იწყებს სხვადასხვა ქმედებებს და გაცვლითი კურსის მერყეობას არ უყურებს, ეს ჩვენ შემთხვევაში სერიოზული პრობლემაა. აქედან გამომდინარე, როდის მივუახლოვდებით მიზნობრივ მაჩვენებელს და ეს რამდენად რელევანტურია დღევანდელ მდგომარეობაში საქართველოსთვის, რთული წარმოსადგენია“, - განმარტავს დავით კიკვიძე.



„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი დროს კარგავს, რადგან მას შესაძლებლობა ჰქონდა კურსის სტაბილიზაცია მოეხდინა, რათა მას ინფლაციურ პროცესებზე ახალი წნეხი არ წარმოექმნა.


ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან მნიშვნელოვანი გადახრისა და ინფლაციური პროცესების უმართავ ფაზაში შესვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, ლარის დევალვაციიდან წამოსული წნეხი წარმოადგენს. საქართველოს სამომხმარელო კალათის 70%-ზე მეტი იმპორტირებული პროდუქციით ივსება. ახლა როგორ წარმოგიდგენით, რამდენიმე ათეული პუნქტით დაცემულმა ეროვნულმა ვალუტამ ზეგავლენა როგორ შეიძლება არ მოადინოს იმპორტირებულ პროდუქციაზე?! ამ დროს კი ეროვნული ბანი დროს კარგავს, იმ დროს, რა დროშიც შესაძლებელი იყო კურსის სტაბილიზაცია, რათა მას ახალი წნეხი არ წარმოექმნა ინფლაციურ პროცესებზე. თუმცა, როგორც ვხედავთ სებ-ი ისევ დროს კარგავს და სავალუტო ბაზარზე ისევ ახალი დევალვაციის ტალღა იწყება, რაც ფასების საერთო დონის მოთოკვის იმედს საბოლოდ აქარწყლებს“, - აცხადებს პაატა ბაირახტარი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.9%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.9% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.9%-ით გაძვირდა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up