„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი

access_time2020-06-02 14:30:07

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ექსკლუზიურად „კომერსანტთან პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Bank of America, Merrill Lynch, BCS Global Investment Bank) მედიაჰოლდინგს უყვება, თუ პორტ-პანდემიის პერიოდში რა მაკროეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. კახა ჩარგეიშვილი ხშირად აკეთებს კომენტარს CNN-ზე და მსოფლიოს სხვა წამყვან ტელევიზიებში.


როგორც ჩარგეიშვილი აცხადებს, პოსტ-პანდემიური პერიოდის გლობალური ეკონომიკური სისტემის მოდელირება უკვე დაიწყო, ეს მაშინ როცა მსოფლიოს ბევრი რეგიონი ებრძვის რეკორდულ ეკონომიკის შენელების ტემპსა და უმუშევრობის დონეს. შედეგად, აუცილებლად გასათვალისწინებელია რამოდენიმე პროცესი, მათ შორის:


1.ფინანსური აქტივების ფასები განიცდიან ანომალიურ დისლოკაციას. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ნავთობის ფასი ერთ ბარელზე - 37$ გახდა, ანუ ფასი იყო ნეგატიური. ნეგატიური ფასები თავისებური ეკონომიკური ფენომენია, მაგრამ ფინანსური ინსტრუმენტების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყნისთვის მომგებიანი სტრატეგიული პოზიციის დაკავება. ანალოგიური ტენდენციები ახლა მიმდინარეობს საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციურ და სავალუტო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ეს ინსტრუმენტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამართავად, მაგრამ საქართველოში არავინ საუბრობს შესაბამის სწორ სტრატეგიაზე.


2. ამერიკის ცენტრალური ბანკის მმართველობამ პანდემიასთან საბრძოლველად რიგი ღონისძიებები გაატარა. ჩარგეიშვილის განცხადებით, საგანგებო კანონის საშუალებით მობილიზდა 2 ტრილიონი დოლარი. ამას მოჰყვა უფრო მძლავრი განცხადება იმაზე, რომ „ულიმიტო“ დაფინანსება შეეხებოდა კაპიტალური ბაზრის ყველა აქტივს. მსგავსი ნაბიჯები გადადგა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც. ანალოგიური მონეტარული პოლიტიკა გატარდა 2007-09 ფინანსური კრიზისის შემდეგ, როცა მოხდა კაპიტალური ბაზრების მიერ ეკონომიკის მძლავრი დაფინანსება. ასეთი ფინანსირების არარსებობა ეკონომიკის ზრდის მთავარი შემაფერხებელია ფაქტორია.




3. ახალ რეალობაში, მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება ხდება იმ ქვეყნებში სადაც ტექნოლოგიური პლატფორმები გამოიყენება კაპიტალურ ბაზრებში ინტეგრაციისთვის. კორონავირუსის შემდგომ პერიოდში, მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები ამ გლობალური პროცესების გავითვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება არსებული პოტენციალის შემცირება.



როგორც ფინანსისტი აცხადებს, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამოვარდნილია კონტექსტიდან და აჩვენებს ტოტალურ უცოდინრობას, რაც კომერციულ ბანკებს აძლევს საშუალებას აწარმოოს კაბალური ოპერაციები. „ეს არის საკმაოდ ვრცელი თემა რომელზეც ბევრჯერ მისაუბრია ქართულ მედია სივრცეში მაგრამ რომ მოვახდინოთ საქართველოს მოქალაქეების რეალური შემოსავლის დონის ზრდა (რაც არის ყველაზე მთავარი ეკონომიკური ამოცანა) აუცილებელია:


1) საბანკო ინფრასტრუქტურის მსოფლიო კაპიტალურ ბაზრებში ინტეგრირების პროცესის დაწყება; 2) ფინანსური ინსტრუმენტების სკოლის შექმნა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას აქტივების (მათ შორის ლარის) ფასი განვსაზღვროთ საბაზრო ოპერაციების მეშვეობით; 3) უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება, რადგან არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს სტაბილური დაგეგმარების შესაძლებლობას ბაზრის მონაწილეებისთვის“.


სოფო ქსოვრელი 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up