„ეროვნული ბანკის მოლოდინები არარეალურია“ - ექსპრეტები 2020 წელს უმუშევრობის 4 პროცენტული პუნქტით ზრდის პროგნოზს ოპტიმისტურს უწოდებენ

„ეროვნული ბანკის მოლოდინები არარეალურია“ - ექსპრეტები 2020 წელს უმუშევრობის 4 პროცენტული პუნქტით ზრდის პროგნოზს ოპტიმისტურს უწოდებენ

access_time2020-11-19 12:25:45

2020 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, ასეთია საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზი. ამ პროგნოზის თანახმად, უმუშევრობის დონე წელს 16.3%-ს მიაღწევს, ხოლო 2021-ში 0.5 პროცენტული პუნქტით, 2022-ში კი დამატებით 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება. საქართველოს მთავრობის შეფასებით, მიმდინარე პანდემიის დროს, დაახლოებით, 100 000-მდე ადამიანმა დაკარგა სამსახური.

 

თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის დირექტორი ანა გოგოლაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც მომსახურების და ტურიზმის სექტორებს ყველანაირი ეკონომიკური აქტიურობა თვეების განმავლობაში შეჩერებული აქვთ და ამ სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობა უმუშევრადაა დარჩენილი, ასეთ დაბალ ზრდაზე საუბარი არარეალურია.

 

„ეროვნული ბანკის პროგნოზი არარეალურია, თუნდაც მხოლოდ მომსახურების და ტურიზმის სექტორები რომ განვიხილოთ, მათ ყველანაირი ეკონომიკური აქტიურობა თვეების განმავლობაში შეჩერებული აქვთ და ამ სექტორში უმრავლესობა უმუშევრადაა დარჩენილი. ამიტომ რეალურად, უმუშევრობა არა მხოლოდ 4%-ით არამედ შეიძლება 10%-ით და მეტითაც კი არის გაზრდილი. თუმცა გააჩნია როგორ ითვლიან უმუშევრობას, მაგალითად „საქსტატს“ თუ დავუჯერებთ საარსებო მინიმუმი 187 ლარით განისაზღვრა, რაც უბრალოდ სასაცილო და არარეალურია, ეს მაჩვენებელი გასული წლის ზაფხულში იყო. გაუფასურებული ლარის და ინფლაციის პირობებში საარსებო მინიმუმის ასეთი მაჩვენებელი მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა, ამიტომ თუ იმავე მეთოდოლოგიით ითვლიან უმუშევრობას, ალბათ მართლაც ასეთი საოცარი რიცხვები გამოდის. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საუბარი მიმდინარეობს ეკონომიკის კიდევ ერთხელ ჩაკეტვაზე, თუ ეს ასე მოხდება, ერთ კვირიანი „ლოქდაუნიც“ კი საკმარისია, რომ უმუშევრობა გაორმაგდეს“, -განმარტავს ანა გოგოლაძე. 

 


კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ასეთი რთული ვითარების პირობებში მხოლოდ 4 პროცენტული პუნქტით უმუშევრობის ზრდა სებ-ის ოპტიმისტური პროგნოზია.

 

„ეროვნულ ბანკს ცოტა ოპტიმისტური მოლოდინები აქვთ ან ცდილობენ, რომ ასე იფიქრონ, 4 პროცენტული პუნქტით ზრდა ძალიან ცოტა არის, თუმცა გააჩნია კონკრეტულად რა იგულისხმება. ანგარიშის დეტალები არ მინახავს, მაგრამ აშკარაა, რომ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება რადგან ბევრმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა. ტურიზმის სექტორი, რომელიც სექტორულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი არის  პრაქტიკულად გაჩერებულია. ალბათ ეროვნული ბანკის პროგნოზში იგულისხმება ის, რომ მალევე მოხდება ამ სექტორის აღდგენა და მომავალ წელს ის ისევე დაასაქმებს ხალხს, ამიტომ გასაშუალოებულ ოპტიმისტურ პროგნოზს ეყრდნობა, რომ ვაქცინა იქნება, ვირუსი დამარცხდება და ა.შ. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან რთულია ასეთი ოპტიმისტები ვიყოთ“, - განაცხადა სოსო ბერეკაშვილმა. 

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს 160 000-მდე მოქალაქე, შესაძლოა, სიღარიბეში აღმოჩნდეს. მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით კი უკიდურესი სიღარიბის საერთაშორისო ზღვრად მიჩნეულია მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დღის განმავლობაში $1.90-ზე ნაკლები შემოსავლის პირობებში ცხოვრობს.


თეგები:
უმუშევრობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up