ეროვნული ბანკის მიერ ექვს თვეში დახარჯული 329 660 000 დოლარის მიუხედავად წელს ლარი 20 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ ექვს თვეში დახარჯული 329 660 000 დოლარის მიუხედავად წელს ლარი 20 თეთრით გაუფასურდა

access_time2020-09-01 11:00:39

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ 2020 წელს პირველი სავალუტო ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა, მაშინ გაყიდული თანხის მოცულობამ 20 მილიონი დოლარი შეადგინა. მას შემდეგ სავალუტო ბაზარზე კიდევ 10 ინტერვენცია განხორციელდა, საიდანაც ხუთი 40 მილიონი დოლარის, ოთხი 20 მილიონი დოლარი, ხოლო ერთი კი 29 650 000 დოლარის იყო. ჯამურად, კრიზისის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 329 660 000 დოლარი გაყიდა.


N

აუქციონის ჩატარების თარიღი

სებ–ის მიერ აშშ დოლარის გაყიდვა

1

 13-მარ-2020

20,000,000

2

 19-მარ-2020

40,000,000

3

 25-მარ-2020

40,000,000

4

 27-აპრ-2020

20,000,000

5

 21-მაის-2020

40,000,000

6

 10-ივნ-2020

29,650,000

7

 17-ივნ-2020

20,000,000

8

 02-ივლ-2020

20,000,000

9

 22-ივლ-2020

40,000,000

10

 13-აგვ-2020

20,000,000

11

 27-აგვ-2020

40,000,000


ეროვნული ბანკის მიერ, თითქმის 330 მილიონი დოლარის ინტერვენციის შედეგად, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არა თუ გამყარდა, არამედ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე დაახლოებით 20 თეთრით გაუფასურდა

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 იანვარს ერთი დოლარი 2.8661 ლარი იყო, მაშინ როდესაც 31 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად 3.0714 ლარი შეადგინა. 2020 წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ყველაზე მეტად 27 მარტს გაუფასურდა, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 3.4842 ლარი გახდა.



 

რაც შეეხება სავალუტო რეზერვების ჯამურ ოდენობას, ის საერთაშორისო დონორების დახმარების შედეგად მზარდია და 31 ივლისის მდგომარეობით, ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები დაახლოებით 3.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up