ეროვნული ბანკის ინიციატივით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საფინანსო სექტორი წელს პირველად აღნიშნავს

ეროვნული ბანკის ინიციატივით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საფინანსო სექტორი წელს პირველად აღნიშნავს

access_time2021-03-12 15:50:00

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და 15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


„ამ თარიღს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1983 წლიდან აღნიშნავენ და მისი მიზანი სხვადასხვა სფეროს მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის წლევანდელი სლოგანია - იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!


საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის საფინანსო სექტორის რეგულატორი, ამ დღეს მისი მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში ეხმაურება. საქართველოს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ასევე, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისა და საცალო ბაზარზე საკრედიტო რისკების შემცირების მიზნით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ბოლო წლებში არაერთი პროექტი და აქტივობა განახორციელა, მათ შორის შემუშავდა და შემდგომ დაიხვეწა ნორმატიული ბაზა, მოწესრიგდა მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატი. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას შესთავაზა საგანმანათლებლო პლატფორმა - FinEdu.gov.ge, რომელიც მომხმარებლებს მიუკერძოებელ და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის ინფორმაციას აწვდის. ვებგვერდზე თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, სასარგებლო რჩევები, კალკულატორები, პუბლიკაციები, ბროშურები, თემატური სახელმძღვანელოები და სხვა.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ეროვნული ბანკის ინიციატივა მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ინიციატივა საფინანსო სექტორის მომხმარებლებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება.



მომხმარებელთა უფლებების დღის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა. ამ თარიღთან დაკავშირებით კომერციული სექტორიც არაერთ აქტივობას გეგმას. მათ შორისაა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალების კონკურსი, რომელიც ეროვნული ბანკის, FinEdu.gov.ge-ს, 7 კომერციული ბანკისა და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება. კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდებიან:


1. კატეგორია „ბლოგი“ - ტექსტური ფორმატის ნამუშევრებისათვის


2. კატეგორია „ვიდეო“ - ვიდეო ფორმატის („Vlog“, „Motion Design“) ნამუშევრებისათვის


მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2021 წლის 15 მარტს დაიწყება და 1 თვეს გასტანს. კონკურსის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up