„ეროვნული ბანკის განცხადება არასერიოზულია“ - დისტრიბუტორთა ასოციაცია არჩილ მესტვირიშვილს პასუხობს

„ეროვნული ბანკის განცხადება არასერიოზულია“ - დისტრიბუტორთა ასოციაცია არჩილ მესტვირიშვილს პასუხობს

access_time2017-11-16 14:00:29

„საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“  ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პასუხობს. ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, იმპორტიორებს იმის ფუფუნება არ აქვთ, აგვისტო-სექტემბერში მთელი წლის მარაგები ვალუტით შეისყიდონ.

 

„ამაში სიმართლის ერთი პროცენტიც კი არ არის. თუ ასე ხდება, მაშინ სახელმწიფო ჩაერიოს და დაუთვალოს ვის აქვს ასე შეძენილი. ეს ცოტა არასერიოზული განცხადებაა. იმპორტიორს იმის საშუალება ნამდვილად არ ექნება, რომ 100 000 მილიონი დოლარი იყიდოს. ეს თანხა სჭირდება წლის განმავლობაში იმპორტიორს საბრუნავად. თუ ეს ასეა, სახელმწიფოც უნდა ჩაერიოს. დაჯდეს ეროვნული ბანკი ჩვენთან ერთად, მიგვიწივიოს ბიზნეს სექტორი და გვითხრას, რომ მსგავსი ტრანზაქციებისგან თავი შევიკავოთ. შეიძლება 2 თვით ადრე იყიდოს იმპიორტიორმა მარაგი, თუმცა, 1 წლისას ვერ იყიდის. მე ამ განცხადებას სერიოზულად ვერ მივიღებ. მზად ვარ დავჯდე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად, მივიღო მისი რჩევები. სიამოვნებით მოვუსმენთ და მივცემთ ჩვენს რჩევებსაც იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა ბევრად უფრო ჯანსაღი იყოს“ განუცხადა „კომერსანტს“ ჭყონიამ.

 

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ლარის ბოლო დროინდელი გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზად იმპორტიორების მხრიდან ვალუტის გააქტიურებული ყიდვა დაასახელა.



„ფუნდამენტური ფაქტორები არის პოზიტიური. მოლოდინების მხრიდან არის გამოწვეული ეს ქცევა (ლარის გაუფასურება) და რასაც ჩვენ ვხედავთ იმპორტიორებმა, რომლებიც იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას დაიწყეს შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან რაც არის გააქტიურებული და რაც ასევე მოლოდინებთან არის დაკავშირებული“, - ამბობს მესტვირიშვილი და დასძენს, რომ თუკი იმპორტიორები პროდუქციაზე ფასებს გაზრდიან მათი გაყიდვები შემცირდება, რის შემდეგაც კვლავ ფასის შემცირება მოუწევთ:
„ჩვენი რეაქცია ამაზე იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. 
თუ ვინმე ზედმეტად გაზრდის ფასს, მათ შორის იმპორტიორი და მას ეყოლება ადგილობრივი ჩამნაცვლებლები, ჩვენ ადრეც გვინახავს რომ იმპორტიორებმა გაზარდეს ფასები და შემდეგ მათი გაყიდვები შემცირდათ და მათ ისევ მოუწიათ ფასის შემცირება. ბუნებრივია მომავალშიც ამასთან გვექნება საქმე“, - ამბობს მესტვირიშვილი.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 




ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი
access_time2019-09-15 12:00:44
ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ...

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...


მსგავსი სიახლეები

up