„ეროვნული ბანკის დებულება ავტოიმპორტიორებს მაქსიმუმ 5-7 პროცენტით შეუმცირებს გაყიდვებს“

„ეროვნული ბანკის დებულება ავტოიმპორტიორებს მაქსიმუმ 5-7 პროცენტით შეუმცირებს გაყიდვებს“

access_time2018-10-12 13:00:38

„ეროვნული ბანკის დებულება ავტოიმპორტიორებს მაქსიმუმ 5-7 პროცენტით შეუმცირებს გაყიდვებს“ -ასე ეხმაურება „კავკასიის ავტოიმპორტის“ გენერალური დირექტორი გიორგი სურგულაძე ეროვნული ბანკის დებულებას, რომელიც 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს და რომელიც სესხების გაცემისას დამატებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი,უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება, ავტოსესხი გაიცემა მაქსიმუმ 6-წლით და ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.


როგორც სურგულაძე განმარტავს, ზოგადად, ყველანაირი რეგულაცია შემაფერხებელი ფაქტორია. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „კავკასიის ავტოიმპორტისთვის“ ხელშესახები კლება არ იქნება. მისივე განმარტებით, გრძელვადიან პერიოდში ბაზარი ყველაფერს თავად დაარეგულირებს.


„რაც შეეხება რეფორმას, მგონია, რომ კარგი რეფორმაა.როდესაც ინდ. მეწარმეებს მისცემ საშუალებას, რომ 1 პროცენტიან გადასახადის გადახდაზე გადავიდნენ, თავისი შემოსავლები გაათეთრონ და შემდეგ ბანკიდან სესხის აღება შეძლონ, ეს კომბინირებულად ძალიან კარგია.ჩვენ უფრო გლობალურ ასპექტში ვხედავთ ამ თემას. დღეს გავაკეთოთ ბიზნესი და ხვალ რაც გინდა ის მომხდარა,ასე ხომ არ არის? მე მგონი ყველაფერს სახელმწიფოებრივად უნდა ვუყუროთ. “-აცხადებს სურგულაძე.



მისივე განმარტებით, „კავკასიის ავტოიმპორტის“ მთლიანი გაყიდვების 20-25 პროცენტი სესხებით რეალიზაციაზე მოდის.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up