ეროვნული ბანკის და USAID მხარდაჭერით საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნული ბანკის და USAID მხარდაჭერით საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

access_time2022-11-30 23:55:33

30 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

ფინანსური ბაზრების განვითარების მხარდამჭერი პროგრამისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 220 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაამტკიცა.


USAID - ის გრანტით დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში.


გრანტის ათვისებას და შესაბამის აქტივობათა კოორდინაციას - საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია (GFMTA) განახორციელებს. USAID - ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის გრანტით დაფინანსებული პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო, კვლევით და ასოციაციის ორგანიზაციული გაძლიერების კომპონენტებს. პროექტი ასევე მიზნად ისახავს, ფინანსური ბაზრების განვითარების ხელშესაწყობად ასოციაციის მიერ დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსურ მხარდაჭერას.


პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და USAID - ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა საქართველოში, მარიკა ოლსონმა გახსნეს.



პროგრამის წარდგენას სასტუმრო პულმანში ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, საპენსიო სააგენტოს, ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, საბანკო ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.


საქართველოს ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ფინანსური ბაზრების განვითარების საკითხებს. დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი წამოწყების აღსანიშნავად შევიკრიბეთ. განვითარებული ფინანსური ბაზრები პროდუქტიულ ინვესტიციებში ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიან განაწილებას, უფრო სწრაფ, სტაბილურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს. ასევე, გულისხმობს მეტ ფინანსურ სტაბილურობას და უკეთესი გადაცემის მექანიზმს მონეტარული პოლიტიკისთვის. ვიმედოვნებ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია კერძო და სახელმწიფო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კარგ პლატფორმად ჩამოყალიბდება და თავის პოზიტიურ წვლილს შეიტანს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებაში, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.


USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მხარს უჭერს კაპიტალისა და ფულის ბაზრების განვითარებას, რადგან ეს ხელს უწყობს ფინანსების ხელმისაწვდომობას და დივერსიფიკაციას. განვითარებული ფინანსური ბაზარი ბიზნესს აძლევს ახალ შესაძლებლობებს კაპიტალის მოზიდვისთვის, - აღნიშნა ნატალია ბერუაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა.


ახალი პროგრამის წარდგენა USAID-თან ჩვენი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლების მაგალითია. ფინანსური ბაზრების ასოციაცია არის პლატფორმა, სადაც ერთი მხრივ ხდება ბაზრის განვითარების საკითხებზე კერძო და საჯარო სექტორის, ასევე ფინანსური სექტორის მონაწილეთა შორის თანამშრომლობა ერთიანი მიზნისათვის. ჩვენთვის ფინანსური ბაზრების განვითარება, მათი გამჭვირვალობის ზრდა, ბაზრის მონაწილეებს შორის სამართლიანი ქცევის პრინციპებისა და ნორმების არსებობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამიტომ მივესალმებით ამ პროგრამის დაწყებას, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს ბაზრის მონაწილეთა პროფესიული განვითარების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში, - განაცხადა ფინანსური ბაზრების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა.


საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია - GFMTA 2018 წელს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ინიციატივით დაფუძნდა. დღესდღეობით, GFMTA ყველაზე დიდი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც ზრუნავს საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებაზე და ქვეყნის ფინანსური ბაზრების სხვადასხვა სეგმენტში მოქმედ 15 სუბიექტს აერთიანებს, მათ შორისაა 11 კომერციული ბანკი და 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ასოციაციის მისიაა საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებაზე ზრუნვა; კონკურენტული, გამჭვირვალე, სამართლიანი და ლიკვიდური ფინანსური ბაზრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ასევე, ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვა. მისიის შესასრულებლად ასოციაცია ბაზრის მონაწილეთა პროფესიული ქცევის მაღალი სტანდარტების და კომპეტენციების დანერგვაზეც მუშაობს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up