ეროვნული ბანკი - საბანკო სისტემის 1.6%-ს ვადაგადაცილებული სესხები  შეადგენს

ეროვნული ბანკი - საბანკო სისტემის 1.6%-ს ვადაგადაცილებული სესხები შეადგენს

access_time2019-08-30 19:15:31

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის ივლისის თვის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც როგორც მაკროეკონომიკური, ასევე საბანკო მიმართულებით თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე არის საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ივლისის თვეში ქვეყანაში ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი შემცირდა, კერძოდ - თვის განმავლობაში, ვადაგადაცილებული სესხები 10.7 მლნ ლარით შემცირდა და 480.3 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6% იყო.


ვადაგადაცილების ასეთი დაბალი მაჩვენებლით საქართველო რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით, უკეთეს პოზიციაზე იმყოფება.


სებ-ის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების 59.6% უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, 40.4% კი ლარის სესხებზე მოდის.


2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 664.2 მლნ ლარით გაიზარდა და 28.87 მლრდ ლარს გაუტოლდა. ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის ზრდის ტემპმა კი 26.0 პროცენტი შეადგინა. თუმცა აღნიშნულ ზრდაში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ითამაშა მნიშვნელოვანი წვლილი. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი წლიური ზრდა 13.6 პროცენტი იყო.



ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები ზრდაზე გავლენა მოახდინა გრძელვადიანი სესხების მატებამ. საკრედიტო პორტფელის 87.6 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 58.6 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 42.5 პროცენტს შეადგენდა.


საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 316.9 მლნ ლარით (2.5 პროცენტით) გაიზარდა და 12.93 მლრდ ლარს გაუტოლდა.


უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივლისში 51.4 მლნ აშშ დოლარით (0.9 პროცენტით) შემცირდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.67 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 57.6 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები იყო, ხოლო 88.5 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად ფიზიკური პირების დაკრედიტების შემცირებით არის გამოწვეული.


BMG





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up