„ეროვნული ბანკი ტურისტულად აქტიურ პერიოდში ხშირად მიმართავს ინტერვენციებს“ - სებ-მა ბაზრიდან $10 მილიონი შეისყიდა

„ეროვნული ბანკი ტურისტულად აქტიურ პერიოდში ხშირად მიმართავს ინტერვენციებს“ - სებ-მა ბაზრიდან $10 მილიონი შეისყიდა

access_time2022-08-01 18:00:40

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკის თანახმად, კურსი, რომელიც ტრანზაქციის დროს დაფიქსირდა 2.75 ლარია.


„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ეროვნული ბანკი ტურისტულად აქტიურ პერიოდში ხშირად მიმართავს ინტერვენციებს, შესაბამისად არსებობს მოლოდინი რომ სებ-მა აგვისტოს თვეშიც გააგრძელოს რეზერვების შევსება.


„როდესაც დოლარში შემოსულობები იზრდება, როგორც წესი ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯს მიმართავს. ლარი ბოლო პერიოდში შედარებით გამყარდა, ამიტომ როგორც წესით სებ ცდილობს ინტერვენციებით, დოლარის ყიდვა-გაყიდვით კურსის მკვეთრი მერყეობა შეამციროს. ეროვნული ბანკი როდესაც ხედავს რომ მოლოდინები ამყარებს ლარს, ბაზრიდან იღებს დოლარს და ამით რეზერვებს ავსებს. ეროვნული ბანკი ტურისტულად აქტიურ პერიოდში ხშირად მიმართავს ინტერვენციებს.



ლარის კურსზე 10 მლნ დოლარის ინტერვენციებს მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება, უფრო მეტიც, ჩვენ გვინახავს რომ ამას პირიქით ეფექტიც აქვს ხოლმე, რომ დროებით შერბილდება, მაგრამ საბოლოოდ კურსი მაინც ბაზრით წესებით დარეგულირდება. ინტერვენციებს უფრო მოკლევადიანი ეფექტი აქვს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებს კიდევ ერთხელ მიმართოს, რადგან ის ტურისტულად ყველაზე დატვირთული თვეა და მოსალოდნელია რომ სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს“,  აღნიშნავს კეპულაძე.



1-ელ აგვისტოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზრიდან დოლარის შესყიდვის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დოლარის შესყიდვის წინა აუქციონი 24 მაისს გაიმართა და მაშინაც სებ-მა ბაზრიდან $10 მილიონი შეისყიდა.





იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up