ეროვნული ბანკი სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირების პროექტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირების პროექტს აქვეყნებს

access_time2018-09-22 22:42:09

საქართველოს ეროვნული ბანკი „სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის" პროექტს აქვეყნებს.


სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. მარეგულირებელმა აქტმა ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას.


აქტი განსაზღვრავს სესხის გამცემი სუბიექტებისათვის ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს, სარეგისტრაციო მოთხოვნებს, ადმინისტრატორთა/მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის კრიტერიუმებსა და სხვა ნორმებს.



პროექტში ასევე განსაზღვრულია სესხის გამცემი სუბიექტების ვალდებულებები და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები სესხის გამცემი სუბიექტების ზედამხედველობის კუთხით.


სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება  ეროვნული ბანკს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით მიენიჭა, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს დაამტკიცა და 2018 წლის 11 იანვარს ამოქმედდა.


ამავე ცვლილებით საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა 2018 წლის 1 ოქტომბრამდე გამოსცეს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი და2019 წლის 1 იანვრიდან განახორციელოს სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობის ზედამხედველობა.


პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი აქტების პროექტები. დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და კომენტარები/კითხვები 2018 წლის 20 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით მიაწოდონ ეროვნულ ბანკს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: LE@nbg.gov.ge. 






გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება

გურჯაანში  ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება
person access_time2018-10-20 20:30:41
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ერთ-ერთ ლოკაციად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო...

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?
person access_time2018-10-20 14:57:39
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ შორის...

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?
person access_time2018-10-20 19:00:03
რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. 781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სტანდარტები იმდენად გაუფასურდა, რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა...


მსგავსი სიახლეები

up