ეროვნული ბანკი: საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება

ეროვნული ბანკი: საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება

access_time2020-12-31 18:00:00

2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილურობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



„საქართველოს პარლამენტმა ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო დოკუმენტი 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა, რომლის მიხედვით კომერციული ბანკებისთვის განისაზღვრა გაჯანსაღების ჩარჩოს ძირითადი საფუძვლები და ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქციაც დაემატა (იხ. პრესრელიზი). აღნიშნული ჩარჩოს სრულად ამოქმედების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე და 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დასამტკიცებელი აქტების ნუსხა.



მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა COVID-19 პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, აღნიშნული არ გავრცელდა რეზოლუციის რეფორმის მიმდინარეობაზე და ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცების მიმართულებით. რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე მიუთითებს თავის განცხადებაში (იხ. ბმული) საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), რომელშიც ხაზგასმულია, რომ რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საფინანსო სისტემის მდგრადობას.



2020 წლის ივნისში ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც 1-ელ ივლისამდე უნდა შემუშავებულიყო (იხ. პრესრელიზი). ბანკი აქტიურად განაგრძობდა მუშაობას ჩარჩოს სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავების მიმართულებით და მიმდინარე თვეში დარჩენილი კანონქვემდებარე აქტებიც დაამტკიცა, რითაც დაასრულა გაჯანსაღებისა და რეზოლუციის საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა:



„რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ახალი აქციების გამოშვების წესი“, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი სარეზოლუციო ინსტრუმენტის - კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ახალი აქციების გამოშვების პროცედურები, პირობები და რეალიზაციის წესები განისაზღვრა.




„რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის წესი“, რომლითაც ერთ-ერთი სარეზოლუციო ინსტრუმენტის - ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერისა და კონვერტაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული წესები და პირობები, მათ შორის, დაშვებულ ვალდებულებებსა და კაპიტალის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის მისაღწევად აუცილებელი ფულადი სახსრების გამოთვლის, შეფასების, კონვერტაციის განაკვეთების განსაზღვრის, სამოქმედო გეგმის შემუშავების, შეთანხმებისა და განხორციელების საკითხებია დარეგულირებული.



„კომერციული ბანკის რეზოლუციის გეგმის შემუშავების წესი“, რომლის საფუძველზე ეროვნული ბანკი შეიმუშავებს რეზოლუციის გეგმებს ბანკებისთვის, მათ შორის, ინდივიდუალურად აფასებს ბანკის ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობას და შეარჩევს უპირატეს სარეზოლუციო სტრატეგიას ბანკისთვის;



„სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი“, რომლითაც რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესები და პროცედურები, ასევე, სარეზოლუციო ფონდის შექმნასთან, გაუქმებასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული წესებია განსაზღვრული.



„დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების მიზნით შენატანების დაკისრების კრიტერიუმებისა და შენატანების განხორციელების წესი“, რომელიც დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების მიზნით შენატანების გამოთვლის კრიტერიუმებსა და პროცედურას, შენატანების განხროციელებისა და გადავადების საკითხებს ადგენს;



„დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და საქმიანობის წესი“ - აღნიშნული წესით ადრეული ინტერვენციის ზომის - დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის - გამოყენებისას კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, პროცედურა, მისი უფლებამოსილებებისა და ანგარიშვალდებულების საკითხები დადგინდა;



„სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესი“, რომელიც სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენებისას, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სპეციალური მმართველის დანიშვნისა და გათავისუფლების წესსა და პროცედურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას ადგენს;



რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში, კერძოდ, 2019 წლის დეკემბერში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლში შესული ცვლილებების საფუძველზე, მნიშვნელოვნად დაზუსტდა ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესები და პირობები და შესაბამისობაში მოვიდა ამ კუთხით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან.



დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტები ქვეყნის საფინანსო სექტორის კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდა და სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბანკო სექტორის წარმომადგენლები.



გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს ეფექტური დანერგვის მიზნებისთვის, ეროვნულმა ბანკმა მომავალი წლისთვის დამოუკიდებლად და ბანკებთან ერთობლივად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up