ეროვნული ბანკი – „როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად განახორციელებს“

ეროვნული ბანკი – „როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად განახორციელებს“

access_time2020-05-21 16:51:13

„როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად განახორციელებს. ამ ინტერვენციებს მიზნებია სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შემცირება და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის თავიდან არიდება“ – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.



„გარდა ამისა, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ინტერვენციებს გამოიყენებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხებისა თუ გრანტების სახით მისაღები სავალუტო შემოდინებების ნაწილის ბაზრისთვის მისაწოდებლად.



ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ობლიგაციის დაფარვა, მიმდინარე წლის მაისში სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციამ უარყოფითად არ იმოქმედოს გაცვლით კურსზე და, შედეგად, ინფლაციის მოლოდინებზე, ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით მიაწვდის. 21 მაისის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.




ეროვნული ბანკი თავისი ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებს და პოლიტიკის განაკვეთს. მიმდინარე წელს უფრო აქტიური ინტერვენციების საშუალებას ეროვნულ ბანკს გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკის განხორციელება აძლევს. სწორედ ამ უკანასკნელის შედეგად, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებული ვითარების დროს ინტერვენციების საშუალებით ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს.



აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონების გარდა, ჭარბი მერყეობის შემცირების მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმართავს წესებზე დაფუძნებულ ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში კურსის მერყეობა წინასწარ დადგენილ ნიშნულს გადასცდება, ეროვნული ბანკი განსაზღვრული ოდენობით მიიღებს მონაწილეობას სავალუტო ვაჭრობებში“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up