ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, თანხების სხვადასხვა კომპანიაში დაბანდებისას სიფრთხილე გამოიჩინონ

ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, თანხების სხვადასხვა კომპანიაში დაბანდებისას სიფრთხილე გამოიჩინონ

person access_time2016-04-06 18:00:18

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაცია“ საფინანსო ორგანიზაციებში მოსახლეობის მიერ დაბანდებული კაპიტალის უსაფრთხოებისთვის გარკვეული რეგულაციების შემოღების მომხრეა. ასე გამოეხმაურა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ბესო შენგელია ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებას, რომელშიც ქვეყნის მთავარი ბანკი მოსახლეობას მოუწოდებდა, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი თანხების სხვადასხვა კომპანიაში დაბანდებისას.


ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვის რეკლამირება.   ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს ასევე მაღალ რისკს“,- ნათქვამი იყო ეროვნული ბანკის განცხადებაში.


უწყება ასევე მოუწოდებდა მოსახლეობას, თანხების ჩადებამდე შეამოწმონ - ექვემდებარება თუ არა კონკრეტული იურიდიული პირი სახელმწიფოს რეგულირებას.  

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ  თუ მსგავსი განცხადება ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, ე.ი. მათ ამის საჭიროება დაინახეს.

 

„მე ხელი არ მიმიწვდება იმ ინფორმაციაზე, რა დოზით აქვთ ამ კომპანიებს მოზიდული სახსრები მოსახლეობისგან. შესაძლოა, ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია, რომ რაღაც დოზით გაიზარდა მსგავსი შემთხვევები, შეიძლება, სარისკოდ ჩათვალა“,- აღნიშნავს ბესო შენგელია.


 

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს გარდა იმისა, რომ შეუძლია გააკეთოს განცხადებები, ასევე, აქვს საკმაოდ ქმედითი ბერკეტები მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად.

 

„თუ ხედავს ეროვნული ბანკი, რომ კრიტიკულ ზღვარს აღწევს ლარში თამასუქების მოცულობა, შემოიღოს დამატებითი რეგულაციები. შემიძლია გავიხსენო რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევა, როდესაც  გარკვეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მსგავსი შეთავაზებების გაკეთება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუწესა გარკვეული რეგულირება, შეიტანა კანონში შესაბამისი ცვლილებები და ჩამოაყალიბა ე.წ. საფინანსო ინსტიტუტის განსაკუთრებული სტატუსი, რაც ითვალისწინებდა უფრო მკაცრ რეგულირებას“,- განაცხადა ბესო შენგელიამ.

 

მისი თქმით, ამ ორგანიზაციებისთვის ეროვნულმა ბანკმა შემოიღო კვალიფიციური საფინანსო ინსტიტუტის სტატუსი, დეტალები კი ბესო შენგელიასთვის უცნობია, რადგანაც მისი თქმით, ეს რეგულაციები ინდივიდუალურად დაუწესდათ ორგანიზაციებს.

 

„ეს არ არის განზოგადებული რეგულაციები, ინდივიდუალურად იღებს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იმ მოზიდული თამასუქების პროპორციის და ამ კომპანიების კაპიტალის მოცულობიდან გამომდინარე“,- აღნიშნავს ბესო შენგელია.

 

მეორე მხრივ, მისი თქმით, ამ დრომდე ჯერჯერობით მიუღია ინფორმაცია, რომ რომელიმე ორგანიზაციას, იქნება ეს მიკროსაფინანსო თუ სტატუსის გარეშე კომპანია, ვინმე მოეტყუებინოს ან ნაკისრი ვალდებულებები არ შეესრულებინოს მომხმარებლების წინაშე.


ამასთან, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ზოგადად მომხმარებლებს დოკუმენტაციის გაფორმების დროს ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდებათ, უბრალოდ ისინი დაკვირვებით უნდა გაეცნონ ხელშეკრულების პირობებს.




გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 14:00:32
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია...


მსგავსი სიახლეები

up