ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 6.50 პროცენტზე ტოვებს

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 6.50 პროცენტზე ტოვებს

access_time2019-06-12 15:30:41

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, - აღნიშნულია  ეროვნული ბანკის განცხადებაში.


როგორც სებ-ში აცხადებენ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელია და 6.5 პროცენტს შეადგენს.


„მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მაისის წლიურ ინფლაციაში 1.3 პროცენტული პუნქტი იყო. ასევე აღსანიშნავია მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინის ფასების ზრდა. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათს, ენერგომატარებლებსა და თამბაქოს, 1.1 პროცენტია, რაც მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია. არსებული პროგნოზების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია, ერთჯერადი (ეგზოგენური) ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მომავალი წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მხედველობაში იღებს ასევე ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს და, აღნიშნულის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის პროცესს ნელი ტემპით გააგრძელებს. ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება,“-აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


ამასთან, სებ-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. საკრედიტო აქტივობა ზომიერად იზრდება (აპრილში წლიური 13 პროცენტი, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). წლის დასაწყისიდან სახეზეა სამომხმარებლო დაკრედიტების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის შენელება, თუმცა, ამავე დროს, კვლავ მზარდია ბიზნესის დაკრედიტება და გააქტიურებულია იპოთეკები ლარით.


„კონკურენტული გაცვლითი კურსი ხელს უწყობს 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესების ტენდენციის გაგრძელებას. წინასწარი ინდიკატორები საქონლისა და მომსახურების ექსპორტის მაღალ ზრდაზე მიუთითებს. სწრაფი ზრდა აქვს ასევე ფულადი გზავნილებით შემოდინებებს. ამავე ინდიკატორების მიხედვით, იმპორტი წლის პირველ თვეებში შემცირებულია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება ინვესტორთა განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს და, შედეგად, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკებს ამცირებს.


საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, -აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.


ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 24 ივლისს გაიმართება.





მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up