ეროვნული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისათვის ახალ ინსტრუმენტს აამოქმედებს

ეროვნული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისათვის ახალ ინსტრუმენტს აამოქმედებს

access_time2020-06-01 14:28:16

პანდემიის გავრცელების შეჩერების წარმატებული ღონისძიებების პარალელურად, პრიორიტეტული ხდება ეკონომიკაზე მისი ნეგატიური გავლენის შემსუბუქება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.



„ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორმა, ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, შეუფერხებლად გააგრძელონ კომპანიებისა და მეწარმე ფიზიკური პირების დაკრედიტება და, ამასთან, ლიკვიდობის რისკების გამო არ გაძვირდეს სასესხო რესურსები. ამის გასანეიტრალებლად, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ნაღდი და უნაღდო ლიკვიდობა მიაწოდა როგორც ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. აღნიშნული განხორციელდა როგორც არსებული ინსტრუმენტებით, ისე მოკლე ვადებში დამატებით შემოღებული სვოპის ინსტრუმენტით.



ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივ აღდგენასთან ერთად, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით, გამოიკვეთა დამატებითი ზომების მიღების მიზანშეწონილობა. გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე და მომატებული რისკების პირობებში, ბანკები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. ამ სიტუაციაში საკრედიტო და, შესაბამისად, ბიზნეს აქტივობის შესანარჩუნებლად, მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო გარანტიების მექანიზმები ამოქმედდება. ამ პროცესის გამართულად წარმართვას საფინანსო სისტემის ლიკვიდობის მხარდაჭერის კუთხით, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, ვინაიდან დროებით გაზრდილი რისკების ფონზე, ბიზნესის დაკრედიტების პროცესის გასაგრძელებლად, ბაზარზე ლიკვიდობის საკმარისი დონის შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ფუნქციაა. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა კი არალიკვიდური აქტივების გირაოს სანაცვლოდ ლიკვიდური სახსრების მიწოდებაა.




აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი 1 ივნისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტს აამოქმედებს, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება. პირველი განკუთვნილია კომერციული ბანკებისათვის, რომელთაც სასესხო პორტფელის დაგირავების სანაცვლოდ შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკიდან ლიკვიდობის მხარდაჭერა მიიღონ. მეორე ინსტრუმენტი კი მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისათვის იქნება, რომლებიც, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სასესხო პორტფელის მოცულობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კომერციული ბანკებიდან სასესხო რესურსის მოზიდვას შეძლებენ. ლიკვიდობის მართვის ახალი მექანიზმი 2023 წლის ბოლომდე (2022 წლიდან შემცირებადი გრაფიკით), ყოველთვიური განახლების შესაძლებლობით იმოქმედებს, ხოლო ფასს TIBR1M ერთთვიანი ინდექსი განსაზღვრავს.



ახალი მექანიზმი, უკვე არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად, უზრუნველყოფს ლიკვიდობის რისკების შემცირებასა და კრედიტუნარიანი მსესხებლებისთვის ფინანსური რესურსების შეუფერხებელ მიწოდებას. ეს კი ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კრიზისამდელ ტრაექტორიაზე დაბრუნებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up