როგორ დავიცვათ თავი კიბერდანაშაულისგან  -   ეროვნული ბანკის განმარტება “კომერსანტზე“

როგორ დავიცვათ თავი კიბერდანაშაულისგან - ეროვნული ბანკის განმარტება “კომერსანტზე“

access_time2019-09-09 16:30:37

კიბერდანაშაულები გლობალური პრობლემაა და ფაქტების გახშირების მიუხედავად, დაცვის მექანიზმიც თანდათან მკაცრდება. პრობლემა გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტგადარიცხვები და მობაილბანკი დაინერგა. თაღლითობის ფაქტები, ე.წ. ფიშინგის შემთხვევები გახშირებულია. ეს არის მცდელობა, რომ ჰაკერმა მსხვერპლის მოტყუებით მოიპოვოს ინფორმაცია და შემდეგ გამოიყენოს. ინფორმაცია შეიძლება იყოს ჩვენი ბარათის კოდი და ასევე ე.წ. სივისი კოდი, რომელსაც ხშირად დაუფიქრებლად გადავცემთ სხვა ადამიანს. ამიტომ მნიშვნელოვანია გააზრება, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ამის მსხვერპლი გახდეს. 

 

როგორ დავიცვათ თავი კიბერდანაშაულისგან    დაცვის მექანიზმებზე  ეროვნული ბანკი „კომერსანტთან “ საუბრობს.


– როდიდან დაიწყო ინტერნეტთაღლითობის გავრცელება?


– ინტერნეტთაღლითობა ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად გახდა აქტუალური, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებშიც. 2019 წლის მდგომარეობით, გლობალური მასშტაბით, ფიშინგი ერთ-ერთ მთავარ კიბერ-საფრთხედაა დასახელებული. ბოლო თვეებში, საქართველოშიც გახშირდა ინტერნეტთაღლითობის ფაქტები, რაც მათ შორის თაღლითების მიერ ყალბი ვებ–გვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვას გულისხმობს. ამ მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები ახორციელებენ არასანქცირებულ გადარიცხვებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ფიშინგი ყოველთვის ვებგვერდების ან ინტერნეტ-სივრცის საშუალებით არ ხორციელდება.  მაგალითად, არა-ავტორიზებულმა პირებმა/თაღლითებმა მომხმარებელს ინფორმაცია ტელეფონის ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობითაც შეიძლება გამოსტყუონ.

 

– რამდენად ხშირია ინტერნეტთაღლითობის შემთხვევები და რამ შეუწყო ხელი ამას?

 

– ინტერნეტთაღლითობის შემთხვევები იშვიათი არ არის. ამას ხელი შეუწყო ტექნოლოგიურმა განვითარებამ, საინფორმაციო სისტემებზე გაზრდილმა მოთხოვნამ,დამოკიდებულებამ, ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და ფინანსურ პროდუქტებზე, მაგალითად, ინტერნეტბანკზე და საგადახდო ბარათებზე წვდომის ზრდამ. ტექნოლოგიებისა და ფინანსური პროდუქტების განვითარებასთან ერთად, იხვეწება ინტერნეტთაღლითობის მეთოდებიც. შესაბამისად, საჭიროა მომხმარებელი იყოს ინფორმირებული, რათა თავიდან აირიდოს თაღლითობის შემთხვევები.

 

 აქვს თუ არა საქართველოს ეროვნულ ბანკს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ინტერნეტთაღლითობის შემთხვევების რაოდენობას ასახავს? ეს ძალიან დაგვეხმარებოდა ზოგადი სურათის დანახვაში.

 

– აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ თაღლითობისგან დამცავი სხვადასხვა მონიტორინგის სისტემა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია თაღლითური ტრანზაქციების განხორციელების მცდელობების აღკვეთა. ამდენად, ინტერნეტ თაღლითობის რაოდენობის კონკრეტული რიცხვი შესაძლოა არ იყოს კარგი საზომი პრობლემის მასშტაბის შესაფასებლად. შესაბამისად, ეროვნული ბანკი აქცენტს აკეთებს მომხმარებლის ინფორმირებაზე და ბანკებში არსებული კონტროლის მექანიზმების არსებობაზე, რათა წარმატებული შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს.

 


– საინტერესოა, ინტერნეტთაღლითობის შემთხვევაში, როცა მომხმარებელი ანგარიშიდან თანხას კარგავს, რამდენად აქვს მისი უკან დაბრუნების შანსი?

 

– თაღლითები, მომხმარებლების თანხების მისათვისებელად, საკმაოდ დახვეწილ მეთოდებს იყენებენ. თანხის დაკარგვის რისკის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მოსახლეობის მხრიდან მეტი ყურადღება და სიფრთხილე ინტერნეტ სივრცეში თავიანთი პირადი და ფინანსური, მათ შორის საბანკო მონაცემების გაზიარებისას. საეჭვო შემოთავაზების მიღებისას, მომხმარებლებმა უნდა გადაამოწმონ აღნიშნული ინფორმაცია თავიანთ პროვაიდერთან. შესაძლო თაღლითობის ფაქტის აღმოჩენისას კი საჭიროა საკუთარ ანგარიშებზე სწრაფი რეაგირება -  პირველ რიგში, მათ უნდა შეატყობინონ  თავის პროვაიდერს, დაბლოკონ ბარათი, შეცვალონ თავის ანგარიშზე/ელექტრონულ საფულეზე წვდომის რეკვიზიტები და ა.შ. რათა თავიდან აირიდონ თაღლითობის შემდგომი შემთხვევები, ასევე, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.


 

საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციების შესრულების შემთხვევაში საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ განსაზღვრავს საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ მომხმარებლისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უფლებებსა და ვალდებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მხრიდან არ იკვეთება მისი დანაშაულებრივი ქმედება ან დაუდევრობა, მაშინ  გადამხდელი პასუხისმგებელია  მოპარული ან  დაკარგული  საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებითან  უკანონო გამოყენებით გამოწვეული,  საქართველოს ტერიტორიაზე  განხორციელებული არაავტორიზებული  ოპერაციის შედეგად წარმოშობილიზიანისთვის არა უმეტეს 100 ლარისა (მუხლი 33). აქვე აღსანიშნავია, რომ ინტერნეტით განხორციელებული  ოპერაცია საქართველოს  ტერიტორიაზე განხორციელებულად  ითვლება, თუ ის საქართველოში  გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით  განხორციელდა და ინტერნეტგვერდი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ  წარმონაქმნს,  რომელიც არ არის იურიდიული პირი.


 

–რას აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები შემცირდეს?

 

– თაღლითობის შემთხვევების შესამცირებლად, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახდენს საზოგადოების ინფორმირებას სხვადასხვა გზით, იქნება ეს საგანმანათლებლო ვიდეორგოლი, ბროშურა თუ განცხადება. ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლებაა, რაც ფინანსური რისკებისა და ფინანსური თაღლითობისგან თავის დაცვის გზების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებასაც გულისხმობს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ განვითარებული სასწავლო მასალები თუ ჩატარებული ტრენინგები მოიცავს ინფორმაციას მათ შორის ფინანსური თაღლითობისა და მისი თავიდან არიდების შესახებ.  გარდა ამისა, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უწესებს გარკვეულ მოთხოვნებს, როგორიცაა საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს დახვეწა, რომელიც თაღლითობის რისკების იდენტიფიცირების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და  კონტროლის საკითხებს ასახავს. ასევე, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის დააწესა კიბერ-უსაფრთხოების მოთხოვნები, რომელიც ბანკებმა ასევე უნდა დაიცვან.

 

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის #1/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების დროს მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი“ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის  საგადახდო მომსახურების პირობებისხელმისაწვდომობასა და  სრულ გამჭვირვალობას  იმისთვის, რომ  საგადახდო  მომსახურების მომხმარებელს გათვითცნობიერებული  არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს.

 

ეროვნული ბანკს ბაზრის მონაწილეებთან  მუდმივი კომუნიკაცია აქვს, რათა მათი მხრიდან მოხდეს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

 

 – არის თუ არა ეს ქმედებები შედეგიანი?


– რაც უფრო მეტად ინფორმირებული და გათვითცნობიერებულია მომხმარებელი, ყურადღებით და სიფრთხილით ეკიდება ინტერნეტ სივრცეში თავისი პირადი და ფინანსური ინფორმაციის გაზიარებას, მით უფრო ნაკლებია შანსი, გახდეს ინტერნეტ თაღლითობის მსხვერპლი.

 

 – როგორ უნდა ჩაერთონ მოქალაქეები ამ პროცესში?

 

– მოქალაქეებს კარგად უნდა ესმოდეთ იმ პროდუქტების პირობები, რომლითაც სარგებლობენ, როგორიცაა მაგალითად ინტერნეტბანკი და საგადახდო ბარათი. ამისთვის მომხმარებლები დაკვირვებით უნდა გაეცნონ ხელშეკრულებას, დასვან შეკითხვები ფინანსურ ორგანიზაციასთან, მოიძიონ მეტი ინფორმაცია ინტერნეტ- და ბარათების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამასთან, თვალი ადევნონ ეროვნული ბანკის განცხადებებს და სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალას, რომელსაც მუდმივად ვთავაზობთ მათ. ამასთან, არსებობს გარკვეული რჩევები, რაც მომხმარებელს თაღლითობისგან თავის დაცვაში დაეხმარება. მაგალითად,: მავნე და ჯაშუშური პროგრამებისგან თავის დაცვის მიზნით გამოიყნენონ ლიცენზირებული პროგრამები და ანტივირუსები; საჯარო wi-fi-ით სარგებლობისას, არ შევიდნენ ინტერნეტბანკში და არ შეიყვანონ ბარათის მონაცემები; გამოიყენონ რთული პაროლები და გააქტიურონ ორდონიანი ავტორიზაციის ფუნქცია მობილურ და ინტერნეტ ბანკში, ხოლო ბარათებზე - 3D დაცვის მექანიზმი;გამოიყენონ დამცავი ბარიერი (Firewall); გაააქტიურონ „სპამის“ და “ფიშინგის“ ფილტრები, დაშიფრონ მნიშვნელოვანი მესიჯები ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას. რაც მთავარია, არავის გაუზიარონ თავიანთი პაროლები, ბარათისა და ინტერნეტბანკის მონაცემები; სიფრთხილით მოეკიდონ ინტერნეტ სივრცეში არსებულ შემოთავაზებებს, რომლებიც გარკვეულ ბმულზე გადასვლას და ზემოთ ხსენებული მონაცემების შეყვანას ითხოვენ; დარწმუნდნენ, რომ აღნიშნული ვებ–გვერდი ყალბი არ არის და ინფორმაცია თავიანთ მომსახურე ბანკთან გადაამოწმონ.


 

სოფო ქსოვრელი





რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება
access_time2019-09-14 16:00:01
28 სექტემბერს, თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ბურძგლას ქ. N 72-ში ,,კრიპტოკაფე” დაიდებს ბინას. ეს იქნება ადგილი, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრიპტოკაფის” დამფუძნებელს ალექს სუდაძეს. HR hub: საიდან გაგიჩნდათ კრიპტოკაფის გახსნის იდეა? მე ამ სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება გავიცანი როგორც უცხოეთში,...

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება
access_time2019-09-14 12:00:38
პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ — ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან. დღეს მოქმედი საგადასახადო...

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი
access_time2019-09-14 20:00:04
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად “რესპუბლიკის“ მოქმედი მეთაური რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. (აქვე განვმარტავთ, რომ „კომერსანტი“ არ ეთანხმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან — აფხაზეთთან დაკავშირებით რუსულ ონლაინგამოცემა Rosbalt-ში გამოყენებულ ტერმინოლოგიას , სტატიას უცვლელად გთავაზობთ) თუმცა, გამარჯვებულმა  თავისი ტრიუმფის შესახებ...

ირაკლი იაშვილი-„ხაზარაძე გუშინდელი დღიდან აღარ არის ბიზნესმენი,ის არის პოლიტიკოსი“

ირაკლი იაშვილი-„ხაზარაძე გუშინდელი დღიდან აღარ არის ბიზნესმენი,ის არის პოლიტიკოსი“
access_time2019-09-13 18:00:37
 მამუკა ხაზარაძის  საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო“ გუშინ ოფიციალურად დაფუძნდა. ბიზნესმენების ნაწილი „კომერსანტთან“  ბიზნესმენის მხრიდან  პოლიტიკაში წასვლაზე და მოლოდინებზე „კომერსანტთან“ საუბრობს. უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up