ეროვნული ბანკი:

ეროვნული ბანკი: "ინფლაციაზე ზეწოლას პურის და თამბაქოს გაძვირება მოახდენს"

access_time2019-02-07 15:30:12

“2018 წლის მსგავსად, ფასებზე აღმავალი ზეწოლა ძირითადად კვლავ ერთჯერად ფაქტორებს ექნება - თამბაქოზე გაზრდილი აქციზის გადასახადისა და პურპროდუქტებზე მომატებული ფასების სახით,”- ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია საუბარი.


2019 წელსაც ისევე როგორ 2018 წელს ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 3% იქნება. სებ-ის შეფასებით, ამ გარემოებას ქვეყანაში არსებული ჯერ კიდევ სუსტი ერთობლივი მოთხოვნა დააბალანსებს.


ამასთანავე, ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში ინფლაცია შეიძლება განსხვავებული იყოს, თუ შემდეგი რამ მოხდება:



“ინფლაცია შესაძლოა განსხვავებული აღმოჩნდეს მისი პროგნოზირებული მნიშვნელობისგან, თუკი ადგილი ექნება ნაკლებად მოსალოდნელი, მაგრამ შესაძლებელი ფაქტორების რეალიზაციას. ერთი მხრივ, რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, საგარეო შოკის გამწვავებამ შესაძლოა გამოიწვიოს სამომხმარებლო ფასების პროგნოზირებულზე უფრო მაღალი ზრდა.კერძოდ, აღნიშნული რისკის რეალიზაციისას აიწევს რეგიონის ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს) რისკპრემია, რაც ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებაში აისახება და უცხოური ვალუტის სესხების მომსახურების ხარჯის ზრდის ფონზე, წლიურ ინფლაციას პროგნოზირებულზე მეტად გაზრდის.


ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის მიზეზი შესაძლოა ასევე იყოს სასაქონლო პროდუქციაზე (ნავთობი, სურსათი) საერთაშორისო ფასების მკვეთრად მატება. მეორე მხრივ, სამომხმარებლო ფასებს, პროგნოზირებულთან შედარებით, შემცირებისკენ შესაძლოა უბიძგოს ადგილობრივი მოთხოვნის შესუსტებამ, რაც დამოკიდებული იქნება როგორც  ფისკალური სტიმულის ზომაზე, ასევე საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპზე. მიუხედავად ბოლოდროინდელი დადებითი ტენდენციისა, აშშ-სა და მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის „სავაჭრო ომის“ ესკალაციაც გარკვეული რისკის მატარებელია. თუ აღნიშნული ფაქტორი დოლარის გლობალურ გაუფასურებას გამოიწვევს, ლარის შესაბამისმა გამყარებამ, შესაძლოა, ფირმების სესხების მომსახურების ტვირთი და ინფლაციის მოლოდინები შეამციროს, რაც, საბოლოოდ, სამომხმარებლო პროდუქციის გაიაფებაში აისახება,”- წერია ანგარიშში.


საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 2.2% იყო. საქონლის ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ფასები თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე გაიზარდა, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.66 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. სურსათის ფასები კი, 3.2%-ით არის გაზრდილი. მათ შორის პურის და პურპროდუქტების ფასის ზრდა 10%-ს შეადგენს.






„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up