ეროვნული ბანკი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებს აქვეყნებს

access_time2020-02-18 13:17:03

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსებს ჩარჩოს განვითარების ფარგლებში მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



„გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების შესახებ გამჭვირვალობის ზრდა და საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესება მდგრადი დაფინანსების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა და გზამკვლევის ერთ- ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ მიზნით ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინსტიტუტებისთვის ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი შაბლონი შეიმუშავა. აღნიშნულ დოკუმენტებზე მუშაობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. ამასთან, მდგრადი დაფინანსების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, პრინციპების შემუშავებაში ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი.




ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი შაბლონი მდგრადი განვითარების საკითხებზე ინფორმაციის გამჟღავნების სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნება, როგორებიცაა ევროკავშირის გზამკვლევი არაფინანსური ანგარიშგებისთვის (EU Guidelines for Non-financial Reporting); მდგრადობის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო (Sustainability Accounting Standards Board, SASB), კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების სპეციალური ჯგუფი (Task Force on Climate-related Financial Disclosures, TCFD), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პასუხისმგებლიანი ინვესტიციის პრინციპების (UN Principles for Responsible Investment, PRI) ანგარიშგების ჩარჩო, საერთაშორისო ანგარიშგების ინიციატივა (Global Reporting Initiative, GRI) და სხვა. პრინციპები ძირითადად კომერციული ბანკებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, მათი გამოყენება სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვისაცაა რეკომენდირებული. კორპორაციული მართვის კოდექსი კომერციული ბანკებისთვის ESG ანგარიშგებასა და ინფორმაციის გამჟღავნებაზე მოთხოვნებს აწესებს. ESG პრინციპების მიზანია კომერციულ ბანკებს ამ მოთხოვნის შესრულებაში დაეხმაროს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ანგარიშგების ძირითადი პრინციპები მიაწოდოს. თანდართული შაბლონი კი უზრუნველყოფს, რომ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამჟღავნებული ESG ინფორმაცია იყოს თანმიმდევრული, თავსებადი და შედარებადი.



ფინანსური ინსტიტუტების მიერ შევსებული შაბლონები ყოველწიურად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება, რაც ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ESG საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ფინანსური ინსტიტუტების მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მონიტორინგისა და შეფასებისთვის და შესაბამისად, იგი მდგრადი დაფინანსების პროგრესის საზომ ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...


მსგავსი სიახლეები

up