სებ–ი კონგლომერატების ზედამხედველობის უფლებას მოიპოვებს – რა შეიცვლება სადაზღვევო და საბანკო სექტორებისთვის

სებ–ი კონგლომერატების ზედამხედველობის უფლებას მოიპოვებს – რა შეიცვლება სადაზღვევო და საბანკო სექტორებისთვის

access_time2021-09-15 10:00:06

ეროვნული ბანკმა მუშაობა დაასრულა ახალ კანონზე, რომლის თანახმადაც, იგი ფინანსური კონგლომერატების დამატებითი ზედამხედველობის უფლებას მიიღებს. საუბარია ისეთი ჯგუფების რეგულირებაზე, რომლებშიც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები გვხვდებიან. ასეთებია სადაზღვევო კომპანიები, კომერციული ბანკები, ასევე საინვესტიციო თუ საბროკერო ფირმები.



კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ფინანსური კონგლომერატის სტატუსი მიენიჭება და რიგი მოთხოვნები დაუწესდება. ასეთი კი შეიძლება იყოს კაპიტალის ადეკვატურობა, რისკის კონცენტრაცია, მისი მართვა და ჯგუფის შიდა ტრანზაქციების თვალსაზრისით სხვადასხვა მოთხოვნები.



აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ამ დირექტივის მოთხოვნების ძირითადი მიზანი სექტორული წესების შესაძლო ხვრელების აღმოფხვრა და ჯგუფის არარეგულირებადი წევრებისგან მომდინარე რისკების შემცირებაა.



როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ეკა ბერიანიძე განმარტავს, დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოში არსებული არცერთი ჯგუფი არ ექცევა ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში.



„კანონპროექტში უცვლელად იქნა გადმოტანილი ის ზღვარი და კრიტერიუმი, რასაც ფინანსურ კონგლომერატად ცნობისთვის დირექტივა ითვალისწინებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონპროექტის დამტკიცება არ გამოიწვევს რაიმე კრიტიკულ ცვლილებებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესსა და ასევე ფინანსური სექტორის წარმომადგენლობაზე“, - განმარტავს ეკა ბერიანიძე.




არც სადაზღვევო ასოციაციაში, არც საბანკო ასოციაციაში კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას არ იცნობენ, რის გამოც უჭირთ კონკრეტული პასუხის გაცემა, თუ როგორ იმუშავებს რეგულირების მექანიზმი და რა შეიცვლება აღნიშნული ინდუსტრიებისთვის კანონის ამუშავების შემდეგ.



სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ კონგლომერატი არ უნდა იქნას არაპროფილურ ბიზნესთან გაიგივებული. რაც შეეხება კონგლომერატებს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, ხეჩინაშვილის თქმით, ამის მოდელი არის ევროპის ყველა ნორმალურ ქვეყანაში და არავის უქმნის რისკს, ხოლო უშუალოდ მომხმარებლებს რაიმე ზიანი თუ ადგება, სწორედ ამისთვის არსებობენ ზედამხედველობის სამსახურები, რომ ეს საფრთხე შემცირდეს.



,,დღეს ჩვენი ყველა კონგლომერატი ძირითადად არის საბანკო სექტორი, ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. სულ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი ესპანეთში და შემიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის ყველა კომპანიას აქვს იქ კლინიკებისა და ამბულატორიების საკუთარი ქსელი, ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არის. „ეშმაკი დეტალებშია“, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს ინტერესთა კონფლიქტი, სხვა პრობლემას დღესდღეობით ვერ ვხედავ. ცხადია, რეგულირების წინააღმდეგი არ ვართ, რაც საჭიროა, უნდა დარეგულირდეს, მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ ვერსიას არ ვიცნობ. რამდენადაც ცნობილია, ეს ეხება კონგლომერატებთან დაკავშირებით რისკობრიობას. მოდელები უნდა იძლეოდნენ გარანტიას - რასაც დაჰპირდა კომპანია მომხმარებელს, შეასრულოს. ამის მონიტორინგის ფუნქცია აქვს ზედამხედველობის სამსახურსაც, სადაც არის შესაბამისი უნარის ხალხი. კონგლომერატის შემთხვევაში მოდელი განსხვავებულია, უფრო არის არა ზედამხედველობის, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის თემა. რატომღაც კონგლომერატების საკითხი გაიგივებული აქვთ არაპროფილურ ბიზნესთან, რაც არასწორია, ისევე როგორც ფორმულირება - არაპროფილური. იმას, რომ ბანკს აქვს სამშენებლო კომპანია, არ ნიშნავს, რომ მას აქვს უპირატესობა სხვა კომპანიებთან შედარებით, ამას კონგლომერატთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - აცხადებს ხეჩინაშვილი.



რაც შეეხება საბანკო ასოციაციის პოზიციას, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ ,,კომერსანტთან“ განაცხადა, დოკუმენტის საბოლო ვერსიას არ იცნობენ ლფ ჯერჯერობით პოზიციას ვერ დააფიქსირებენ, სანამ აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკების წარმომადგენლებთან კონსულტაციას არ გაივლიან.




კონგლომერატი - კომპანიების ინტეგრაციის ორგანიზაციული ფორმა, ერთიანი ფინანსური კონტროლის ქვეშ გაერთიანებული ჰეტეროგენული მთელი ქსელია, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ფირმების შერწყმის შედეგად, მათი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციისგან, ყოველგვარი ინდუსტრიული საზოგადოების გარეშე.



ამ თვალსაზრისით კი, ყველაზე მეტად კითხვები არსებობს საბანკოს სექტორის მიმართ, რადგან მიჩნეულია, რომ ბანკები აქტიურად არიან არასაბანკო ბიზნესში ჩართული. მართალია, 2014 წელს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით არასაბანკო საქმიანობა გამოიყო საბანკო ბიზნესიდან, სპეციალისტები მუდმივად საუბრობენ, რომ პრობლემა რეალურად არსებობს. მათი არგუმენტია, რომ ხელოვნურად შეიქმნა ჰოლდინგური კომპანიები.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up